იურისტი, გიორგი ტაბატაძე:
ამას ვწერ მოსამართლეებისთვის, პროკურორებისთვისა და პოლიციელებისთვის.
რას ნიშნავს ის სანქციები, რომელიც თქვენს ხელმძღვანელებს დაედოთ და რომელიც მალე თქვენამდეც მოვა:1. დაკარგავთ წვდომას გლობალურ ფინანსურ სისტემებზე როგორიც არის ვიზა, მასტერქარდი, ფეიპალი და ა.შ. (მარტივად რომ გითხრათ ვერცერთი ნორმალური ბანკის ანგარიში ან ბარათი ვერ გექნებათ).2. ვერ იმოგზაურებთ თითქმის ვერცერთ ქვეყანაში, რომელიც არის ამერიკისა და ევროპის ქვეყნების პარტნიორი.3. დაკარგავთ ყველანაირ საერთაშორისო კონფერენციებში, ტრენინგებში და ა.შ. მონაწილეობის შანს. პროფესიულ ასპარეზზე არავინ გაგეკარებათ იმდენად მძიმედ დაიზიანებთ რეპუტაციას.4. თუ მაინც მოახერხებთ და წახვალთ რომელიმე ქვეყანაში, არ არის გამორიცხული თქვენს წინააღმდეგ დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები. (დაკავება, პატიმრობა, დეპორტაცია ან ადგილზევე გასამართლება).5. სანქციები შესაძლოა გავრცელდეს თქვენს ოჯახის წევრებზეც, მათ შორის შვილებზე, რომლებსაც შეიძლება საზღვარგარეთ სწავლა, ან საბანკო სერვისებით სარგებლობა მოუნდეთ.6. ყველა ქვეყნისთვის, რომელშიც გინდათ თქვენ ან თქვენმა შვილებმა იმოგზაურონ, ისწავლონ და ა.შ. იქნებით კეთროვანები.პ.ს. ამ სანქციებიდან გამოძრომა არის ძალიან რთული. ქვეყანაში ყველაფერიც რომ შეიცვალოს შესაძლოა თქვენ და თქვენი ოჯახი ისევ დარჩეთ სიაში. ამიტომ ნუ მიგყავთ ქვეყანა წუმპეში მხოლოდ იმიტომ რომ თქვენმა უფროსებმა და “ლიდერებმა” მილიონობით ქეში და ოქრო დამარხონ თავიანთ ეზოებში და იძახონ მე სოფელში წავალ ხოლმე არ მინდა საზღვარგარეთო.
პ.პ.ს. თქვენს შვილებს არ მოეწონებათ ეს მოცემულობა, გაგინებენ, დაგწყევლიან და ღირსებიც იქნებით. თქვენი უფროსები ქვეყანას ასეთ დღეში ძალაუფლებისთვის და მილიონებისთვის აგდებენ. თქვენ არც ძალაუფლება გაქვთ და არც მილიონები. ამიტომ უნდა გააკეთოთ არჩევანი…