რა დრო სჭირდებათ ევროპელებს სახლიდან სამსახურში მისასვლელად? – რეიტინგი

რა დრო სჭირდებათ ევროპელებს სახლიდან სამსახურში მისასვლელად? – ამის შესახებ სტატიას Euronews-ი აქვეყნებს Eurostat-ის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც 2019 წელს შეგროვდა.
აღნიშნული სტატისტიკის თანახმად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საშუალოდ სახლიდან სამსახურამდე 15-74 წლის დასაქმებულებს 25 წუთი სჭირდებოდათ. ყველაზე მეტი დრო ლატვიაში სჭირდებოდათ – 33 წუთი, მას მოჰყვება დიდი ბრიტანეთი – 30 წუთით და უნგრეთი და ლუქსემბურგი -29-29 წუთით. ყველაზე ნაკლები დრო კი კვიპროსში (საშუალოდ 19 წუთი) იყო საჭირო. ამასთან, მაგალითად, ისლანდიაში, რომელიც ევროკავშირის წევრი არაა, საშუალოდ ადამიანებს 2019 წლის მონაცემებით, სამსახურამდე მისასვლელად 15 წუთი სჭირდებოდათ.
აღსანიშნავია, რომ Eurostat-ის მონაცემებით, ევროკავშირში დასაქმებულთა 13.5% 2021 წლის მონაცემებით, სახლიდან – დისტანციურად მუშაობდა, რის გამოც მათ ბუნებრივია, სამსახურამდე მისასვლელად დროის დაზოგვის შესაძლებლობა ჰქონდათ.
წყარო: bm.ge