“რა დროს არჩევნებია და რატომ უკარგავთ აზრს საკუთარ მონდომებას?” – ნიკა კაციას წერილი ციხიდან

ჟურნალისტი ნიკა კაცია, რომელიც 7 თვეზე მეტია ნარკოდანაშაულის ბრალდებითაა დაკავებული, მომავალი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილებას აკრიტიკებს. წერილში, რომელიც მან ციხიდან გამოზგავნა წერს უწყევტ პტოტესტსზე, რომლის დროსაც დააკავეს ის სხვა ათობით მოქალაქესთან ერთად, სინდისის პატიმრებსა და მომავალ პოლიტიკურ პრცესებზე.
ნიკა კაციას წერილს, რომელიც 6 ივლისით თარიღდება და “ფიქრები” ჰქვია, მისი ძმა, ლაშა კაცია აქვეყნებს.
“შვილი ივლისია ხვალ. შვიდ დეკემბერს დამიჭირეს, საქართველოს ნათელი მომავლისთვის ბრძოლის გამო. ჰო, ზუსტად 7 თვეა ტყვეობაში ვარ და ეს რამდენიმე თვე ჩემთვის მხოლოდ რამდენიმე დღეა, მაგალითად 7. ასეთი ძალა ჰქონია სიმართლეს, თავდადებას და შეუპოვრობას და როცა უმთავრესია იდეა, დანარჩენი აზრს კარგავს და შინაარსიც ქრება. თუ დააკვირდებით მატყუარებს, მონების მბრძანებლის ჩათვლით, მიხვდებით და შეამჩნევთ, სიმართლე ზღვარგადასულად აფრთხობს ნებისმიერს, ვისი არჩევანიც ტყუილია. რა, არა? რა თქმა უნდა, კი და მართალი ადამიანის ამოცნობა რეჟიმის ტყვეების რიგებში იოლია. ერთი არგუმენტი უსამართლო სასამართლოდან და ყველაფერი ხელის გულზეა. სინდისის პატიმრებზე საუკეთესო აზრი და დამოკიდებულება გამაჩნია. ბედმა გამიღიმა და ერთი მათგანი აქ არის, სადაც ამ წერილს ვწერ. ისიც წერს. ერთი კვირაა ვიზიარებთ საშინელ ჭერს და ვუზიარებთ ერთმანეთს ემოციებს. ჰო, მე და ახობაძეს სასაცილოდ არ გვყოფნის ის ბოროტება, რომლის მსხვერპლიც ვართ, მიზანში ამოღებულები… ისე, როცა თანამებრძოლ პატიმრებზე ვფიქრობ, რომლებსაც ჯერ შორიდან ვიცნობ, სულ ვიმეორებ: რა იოლია მიხვდე ვინ არის სიმართლის მხარეს. წაიკითხეთ რეჟიმის ტყვეების წერილები. გაეცანით მათ ფიქრებს – ან როგორ წერენ, ან როგორ საუბრობენ, ზუტად ისე, როგორც აქციების დროს. ნებისმიერი ადამიანი საოცრად საუბრობს, ვისთანაც ჟურნალისტი კითხვით მიდის ხოლმე. პასუხები საოცარია და დიახ, ყველა შესანიშნავად აყალიბებს აზრს. რადგან აქციები ვახსენე და მარშებიც ვიგულისხმე. მადლიერება და მილიონი მადლობაც არ უნდა დამავიწყდეს იმ ადამიანების მიმართ, ვინც პრინციპულია და ისევ იბრძვის. იბრძვის ჩემთვის ნაცნობი და უცნობიც, იბრძვის საქართველოს დიდი ნაწილი. იბრძვის, რომ ვიყოთ თავისუფლები და ნათელი მომავალი გვქონდეს… და ბოლოს, თქვენც იბრძვით? თუ იბრძვით, რა დროს ა და რატომ უკარგავთ აზრს საკუთარ მონდომებას? სულ ვიმეორებ, იყო პრინციპული არ ნიშნავს იმას, რომ იყო ჯიუტი და არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, სუსტი არგუმენტის გარდა, რაც სახეზეა, მხოლოდ სიჯიუტეა, დამღუპველი თან! მეტი არაფერი!”