დღეს, ქეთევან წამებულის გამზირზე, მძღოლმა პატრულის თანამშრომელი დაჭრა. ის პოლიციამ დააკავა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, იგი 34 წლის მალხაზ გიგუაშვილია, წარმოშობით გურჯაანიდან. მას, როდესაც საპატრულო პოლიციამ გააჩერა, ,,ლაივი” ჰქონდა ჩართული და ეს ინცინდენტი მის ფეისბუქ-გვერდზე ატვირთული.
სამოქალაქო აქტივისტი, დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი მალხაზ გიგუაშვილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
,,ვინც პატრული დაჭრა, ის ტიპი 3 ში აქციაზე იყო მისული. აქციის მონაწილეებმა პოლიციას ჩააბარეს, რა დროსაც დანა უპოვეს.
რა მოხდა მერე?
ადგნენ და გაუშვეს.
ახლა კი პოლიციელი დაჭრა.
საბედნიეროდ, პოლიციელი გადარჩა. მაგრამ თავად ფაქტი რაზე მეტყველებს?!”
შსს-ს განცხადებაში ვკითხულობთ:
,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი 1993 წელს დაბადებული ბ.ბ ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში დაჭრა. დაშავებული სამართალდამცველი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”
