რა დაჯდა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საქართველოში დაბრუნების ღონისძიება?

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების EURO 2024-დან დაბრუნების ღონისძიებიდან 260 000 ლარი გამოიყო. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებაში წერია, რომელიც 2 ივლისითაა დათარიღებული და რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი აწერს ხელს.
დოკუმენტის მიხედვით, ეროვნული ნაკრების დაბრუნების აღსანიშნად გასამართი ღონისძიებების ხარჯების დაფინანსებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მთავრობის ადმინისტრაციას 260 000 ლარი გამოეყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები EURO 2024-დან საქართველოში 2 ივლისს დაბრუნდა. იმავე საღამოს დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე ეროვნული ნაკრების წევრებთან შეხვედრის ცერემონია გაიმართა. სადაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული გუნდის ფეხბურთელები და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებითა დააჯილდოვა.

ასევე დაგაინტერესებთ