ამერიკის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანება აშშ-დან არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის შესახებ უკვე ამოქმედდა და მასშტაბური დეპორტაცია დაიწყო.
ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საემიგრაციო პოლიტიკა დონალდ ტრამპმა ჯერ კიდე წინასაარჩევნო კამპანიის დროს დააანონსა. ამის შემდეგ, მან ამაზე თავის საინაუგურაციო სიტყვაშიც ისაუბრა და პრეზიდენტობის პირველივე დღეს, საარჩევნო დაპირების შესრულებაც დაიწყო. თუმცა საინტერესოა, რა დაუჯდება აშშ-ს არალეგალი მიგრანტების დეპორტაცია. კითხვაზე პასუხის პოვნას სხვადასხვა ღია წყაროებში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით BMG-ის ამერიკის ბიურო შეეცადა.
საიმიგრაციო საბჭოს ანგარიშის მიხედვით, წლიურად 1 მლნ ადამიანის დეპორტაცია, დაახლოებით 88 მლრდ ამერიკულ დოლარის დახარჯვას საჭიროებს.
მიღმა ფინანსური ხარჯებისა, მასობრივ დეპორტაციას აშშ-ს საგადასახადო შემოსავლების მნიშვნელოვანი კლება მოჰყვება. მხოლოდ 2022 წელს, არალეგალმა ემიგრანტებმა ფედერალური გადასახადების სახით 46.8 მლრდ დოლარი გადაიხადეს. ხოლო, ლოკალურით 30 მლრდ დოლარი.
ასევე სავარაუდოა, რომ ბაზარზე კადრების დეფიციტი შეიქმნას. ვინაიდან, თუ გადავხედავთ ნიუ-იორკის შტატს, ამ შტატში დაახლოებით 670 000 არალეგალი მიგრანტია, რომელთა დიდი ნაწილი მომვლელად, ნაწილი კი რესტორნებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებშია დასაქმებული.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატები ამ დროისთვის, 14 მილიონამდე არალეგალი ცხოვრობს. არალეგალებს შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ათიათასობით საქართველოს მოქალაქეც არის. ბოლო ინფორმაციით, ამ დრომდე ჯერ არცერთი დეპორტის შემთხვევა არ ყოფილა, თუმცა დაკავებების ერთეული ფაქტები ნამდვილად არსებობს.
აშშ-ის ხელისუფლებამ მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის პროცესი 21 იანვარს, ჩიკაგოში რეიდებით დაიწყო, რომლის ფარგლებში ქვეყანაში არალეგალურად მყოფებს აკავებენ.
წყარო: bm.ge
