რა დანაკლისი იქნება საძოვრების, საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურაში დასავლური ფულის შეჩერება

100 მდე შეჩერებული იფრასტრუქტურული პროექტი, 10 მილიარდ ლარამდე დაკარგული ინვესტიცია, 100 000 მდე დაკარგული სამუშაო ადგილი, – ასეთია შედეგები კვლევის, რომლითაც “საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა” ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკური საფრთხეები გამოიკვლია და “კომერსანტს” ექსკლუზიურად მიაწოდა.
“ჯამურად „დაკარგული“ ფინანსური მაჩვენებელი შეადგენს – 8 დან 10 მილიარდ ლარს, რომელიც ემპირიული გაანგარიშებით ქვეყნის ეკონომიკაზე წლიურად აისახება – 1.5 – 2 % მშპ ს შემცირებით,” – ვკითხულობთ დოკუმენტში.
“კომერსანტი” ამ სტატიაში გაგაცნობთ რა დანაკლისის იქნება ჩვენი ქვეყნის საძოვების, საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურაში დასავლური პროექტების დაპაუზება.
“საქართველოს დერეფნის კვლევის ცენტრი” შეჩერების საფრთხეს ხედავს შემდეგი პროექტებისთვის:
1. აუნაზრაურებადი დანაკლისი იქნება სოფლის მეურნეობაში 4 მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ 800 მლნ ლარით დაფინანსებული საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურის პროექტის დაპაუზება, რომელიც ითვალისიწნებს სარწყავი წყლით 165 000 ჰექტარამდე ფართობის უზრუნველყოფას. მოზიდული ფინანსური სახსრებით დაიწყება სისტემების მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტების განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს 50 000 ჰა-ზე მეტ ფართობზე სამელიორაციო მომსახურების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. დაგეგმილია მდ. ილტოზე წყალსაცავის მოწყობა. აღნიშნული წყალსაცავი შესაძლებლობით კახეთის რეგიონში, 40 ათას ჰა – ზე მეტ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება წყალუზრუნველყოფა, რაც სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ 50 ათასზე მეტი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე იქონიებს გავლენას.
2. შეფერხების საფრთხე შეექმნება, მსოფლიო ბანკის (WB) თანამონაწილეობით 400 მლნ ლარით დაფინანსებულ ექვს წლიან მდგრადი სოფლის მეურნეობის პროექტს – რომელიც ითვალისწინებს სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი სოფლების დახმარებას – გვალვის, ტემპერატურის მატებისა და ატმოსფერული ნალექის მოსალოდნელი გრძელვადიანი შემცირების მიმართ ადაპტაციაში. ფერმებისთვის წყლის მიწოდების გაუმჯობესებულ კონტროლს, რაც შეამცირებს წყლის არაგონივრულ მოხმარებას, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის წყლის სტრესსა და ნიადაგის ეროზიას.
3. მსოფლიო ბანკის (WB) მიერ 200 მლნ ლარით დაფინანსებული, ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს – ქვეყნის 28 საპილოტე არეალში, საირიგაციო სისტემების რეაბილიტაციას, მიწის ნაკვეთების სისტემური წესით რეგისტრაციას. რის საფუძველზეც 17 000 ჰექტარზე – 10 000 მოსარგებლეს გაუჩნდება წყალზე წვდომის შესაძლებლობა.
4. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მიერ 60 მლნ ლარით დაფინანსებული, მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის (DiMMA) პროგრამა – ითვალისიწნებს სოფლების დონეზე მოსარგებლეთა იდენტიფიცირებას, საძოვრებზე არსებული მდგომარეობის აღწერას, როტაციული ძოვების დანერგვას, ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებებისა და შეთესვითი სამუშაოების ჩატარებას, პირუტყვის დარწყულების სისტემის შექმნას, საჩრდილობლების მოწყობას. პროექტის ფარგლებში 6 რეგიონში, რძის წარმოებაში ჩართული ფერმერებისთვის, მათ მეურნეობაში მოეწყობა სადემონსტრაციო ფერმები.
5. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ 65 მლნ ლარით დაფინანსებული ძლიერი სოფლის პროგრამა – რომლის მიზანია, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მდებარე მუნიციპალიტეტების სტაბილური სოციალურ-ეკონომიკურ განვითარება. ერთობლივი პროგრამა მოიცავს გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის, დუშეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სამიზნე თემებს.
6. შეჩერების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ 120 მლნ ლარით დაფინანსებული კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პრექტი – რომელიც ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის სისტემების მოდერნიზებას, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის კლიმატგამძლეობისა და პროდუქტიულობის გაზრდას. კახეთის რეგიონში, 7000 ჰექტარზე, ქვემო სამგორის მარცხენა მაგისტრალური არხისა და მასთან დაკავშირებული სარწყავი სისტემის მოდერნიზაციას.
7. მსოფლიო ბანკის (WB) მიერ 26 მლნ ლარით დაფინანსებული ქვემო სამგორის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტი – 2019 წელს დაიწყო და ითვალისიწნებს 128 კმ სიგრძის დახურული მილსადენის მოწყობასა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობის მონტაჟს. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ქალაქ საგარეჯოს, სოფლების – ნინოწმინდა, გიორგიწმინდა და წყაროსთავი 5000 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. სამუშაოების დასრულება 2025 წლისთვისაა ნავარაუდევი.
“კომერსანტის” შემდეგი სტატია, სადაც გაიგებთ, რომელი ინფრასტრუქტურის მდგრადობისკენ მიმართული პროექტები შეიძლება შეჩერდეს, რომლებიც გამიზნულია კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის. ეს სტატია გამოქვეყნდება დღესვე 14 საათზე. დაგველოდეთ და იკითხეთ “კომერსანტი”.
ცნობისთვის, “საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” მიერ ჩვენთვის ექსკლუზიურად მოწოდებულ კვლევაში თავმოყრილი პროექტები აერთიანებს, ცხრა მიმართულებას:
ენერგეტიკა და კავშირგაბმულობა, სადც ორგანიააცია საქართველოს მთავრობის ანდიდასავლური პოლიტიკის გამო 14 მსხვილი პროექტის შეჩერების რისკს ხედავს.
რეგიონალური განვითარება. ამ მხრივ 8 სმხვული პროექტის შეჩერებაზეა ეჭვი.
საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი საავტომობილო გზები. აქ 9 პროექტზე იკვეთება შეჩერების რისკი.
მუნიციპალური ინტეგრირებული ინფრასტრუქტურა, რაც ძირითადად, ნარჩენების მართვის სისტემატიზებას და წყალმომარაგების გაყუმჯობესებას გულისხმობს. ამ მხრივ 11 პროეტი დგას შეჩერების საფრთხის წინაშე.
ურნაბული მობილური ინფრასტრუქტურა, სადაც 9 პროექტის შემთხვევაში იკვეთება დაპაუზების რისკი.
სატრანზიტო შესაძლებლობა, ტრანსპორტის და ლოგისტიკის ინფრასტრუქტურა, – ამ მხრივ, განიხილება 6 პროექტის შეჩერების ალბათობა.
გარემოს დაცვის ინფრასტრუქტურა, – აქ საუბარია 6 დიდი პროექტის შეჩერების ალბათობაზე, რაც ქვეყნის გარემოსდაცვით შესაძლებლობებს, ეკოტურისტულ მიმართულებას ძალიან დააკლდება.
საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურა, – აქ საძოვრების ინფრასტრუქტურის მიმართულებითაცაა საუბარი და განიხილება 7 პროექტის შეჩერება, რაც კლიმატის ცვლილების მხრივაც იქნება პრობლემა საქართველოსთვის.
ინფრასტრუქტურის მდგრადობისკენ მიმართული პროექტები – კაპიტალის ბაზრის განვითარება, ეკონომიკური უსაფრთხოება და მაკროეკონომიკური სტაბილურობა.

ასევე დაგაინტერესებთ