რა დავალებაც მიიღო ფსევდოპრეზიდენტმა ბერლინში, ის შეასრულა ვასალობის “საუკეთესო პრაქტიკის” შესაბამისად

კანცლერმა ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ საქართველო “ანტი-LGBTQI”კანონის მიღებით, ევროპას დაშორდა. რა გამოდის? როცა რუსული პროპაგანდა აცხადებს, რომ ევროინტეგრაცია LGBTQI პროპაგანდასთან კორელაციაშია, ის “ფეიკ ნიუსია”, ხოლო გერმანიის ლიდერის მხრიდან ამის ხაზგასმა არსებული მოცემულობაა, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა და ამით ბერლინში მიღებული დავალება შეასრულა. „საზოგადოებასთან და მართლმადიდებლობასთან დაპირისპირებულმა “მართმადიანმა” სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა.
რა დავალებაც მიიღო ფსევდოპრეზიდენტმა ბერლინში, ის შეასრულა ვასალობის “საუკეთესო პრაქტიკის” შესაბამისად. იმავდროულად, კანცლერმა ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ საქართველო “ანტი-LGBTQI”კანონის მიღებით, ევროპას დაშორდა. რა გამოდის? როცა რუსული პროპაგანდა აცხადებს, რომ ევროინტეგრაცია LGBTQI პროპაგანდასთან კორელაციაშია, ის “ფეიკ ნიუსია”, ხოლო გერმანიის ლიდერის მხრიდან ამის ხაზგასმა არსებული მოცემულობაა. საღად მოაზროვნე ადამიანებისთვის არც რუსული პროპაგანდაა მისაღები და არც ფსევდოლიბერალური “ბულშითინგი”. საქართველოს ეროვნული ინტერესებია უწინარესი!“ – წერს გია აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციულმა ბიურომ აბსოლუტურად ლოგიკურად შეუფარდა ორგანიზაციებს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი, თუმცა ერთია წმინდა სამართლებრივი მიდგომა და მეორეა სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობა