,,რა დაგემართა გიორგი! რა დაგმართნია! პირველი “ბუნტარი “იყავი ინსტიტუტში“ – ლიკა გუნცაძე გიორგი შალუტაშვილი

სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე გიორგი შალუტაშვილს პასუხობს:
,,რა დაგემართა გიორგი! რა დაგმართნია! პირველი “ბუნტარი “იყავი ინსტიტუტში. ახალგაზრდა ლამის დისიდენტი. ნუთუ ვერ ხედავ სად ვართ ნუთუ ვერ ხედავ რა ხალხია დაჭერილი ნუთუ ვერ ხედავ რუსეთის ჩექმის ქვეშ რომ მიათრევენ ქვეყანას?!ნუთუ ვერ ხედავ დიქტატურაში რომ ვართ და რეჟიმი გმართავს! როგორ გიტრიალდება ენა იმ ახალგაზრდებზე რომელიც უსამართლობას აპროტესტებდა და მათ კარგად გვახსოვს დიხლაფოსით დაწამლეთ. თემურ ჩხეიძის სახელოსნოს როგორ მოკიდე ხელი?! ღამე როგორ გძინავს”მეგობარო” რა დაგემართა! რა დაგმართნია! “

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”