რა დაავალა კეზერაშვილს ომის პარტიამ და რა დაავალა კეზერაშვილმა 15 მილიონ დოლარად ოპოზიციას? – პრემიერის განცხადება

პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა:
„კეზერაშვილის მეშვეობით დიდი ხანია ფინანსდება პოლიტიკური პროცესების ოპოზიციური ნაწილი საქართველოში, მათ შორის, საარჩევნო პროცესები. ეს არ არის ახალი მოვლენა. მას აქვს მიღებული გარანტიები, იმის სანაცვლოდ, რომ უნდა დახარჯოს ფული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ საქართველოში, რაც არის ასევე საკმაოდ შემაშფოთებელი მოვლენა, თუმცა მასაც არ აქვს დიდი რესურსი, რომ რაიმე არსებითი გავლენა მოახდინოს საარჩევნო შედეგებზე ჩვენს ქვეყანაში. ვისაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალური ომის პარტიას, მათგან აქვს ეს დავალება მიღებული, ისინი აძლევენ თავისუფალი მიმოსვლის საშუალებას ევროპაში კეზერაშვილს, რომელიც დღემდე ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს, მანამდე ძარცვავდა ქართულ ჯარს, ქართველ ბიზნესმენებს, ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს და ამ პირობებშიც კი მას აქვს უზრუნველყოფილი თავისუფალი მიმოსვლა ევროპაში. ამის სანაცვლოდ მას ევალება საქართველოში რადიკალური ოპოზიციის დაფინანსება. დაახლოებით ერთი წლის წინ მას ჰქონდა შეხვედრა ვიწრო წრეში, სადაც საკუთარ თანამოაზრეებს გააცნო ასეთი გეგმა, ის გეგმავდა 15 მლნ დოლარის დახარჯვას არჩევნებზე. მას ჰქონდა ასევე იმედი, რომ 15 მლნ დოლარს თავს მოუყრიდა მისი მეგობარი „ნაცმოძრაობის“ მოკავშირე ბიზნესმენების დახმარებით და მან თქვა ასეთი რამ დამატებით, ეს არის განსაკუთრებით საინტერესო, რომ 15 მლნ დოლარი ჰქონდა მას მოაზრებული NGO-ების დაფინანსების ნაწილში. რომელ თანხაზე იყო საუბარი, ამაზე საზოგადოებას შეუძლია, იმსჯელოს. ეს იყო ის გაუმჭვირვალე თანხები, რომელიც საქართველოში ხმარდება არჩევნებს, NGO-ების გავლით. მათ დარჩებათ ის რეიტინგი, მაქსიმუმ, რაც აქვთ დღეს, თუმცა, ეს რეიტინგი მაქსიმალურად უნდა შემცირდეს.