რა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ კეზერაშვილის საქმეზე

სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გაფლანგვის საქმეზე დავით კეზერაშვილის გამამართლებელი განაჩენის გაუქმების თაობაზე უსამართლო არ ყოფილა, თუმცა მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მუხლი.
ადამიანის უფლებათა დიდმა პალატამ საქმეზე კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ ერთხმად დაადგინა:
· კეზერაშვილის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) 1-ლი პუნქტი უზენაესი სასამართლოს ობიექტური მიუკერძოებლობის ნაკლებობის გამო;
· არ დარღვეულა მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) 1-ლი და მე-3 პუნქტები უზენაესი სასამართლოს მიერ ქვედა სასამართლოების გამამართლებელი განაჩენის გაუქმებით.
სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოფილი გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის ყოფნა მოსამართლეთა კოლეგიაში სააპელაციო სარჩელის განხილვისას საკმარისი იყო უზენაესი სასამართლოს ობიექტურობაში ეჭვის შესატანად. ამავდროულად, განაჩენის და მიზეზების განხილვის შემდეგ, სასამართლოს არ მიაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო, რომ საერთო ჯამში პროცესის სამართლიანობის უარყოფას გამოიწვევდა.
2021 წლის 7 სექტემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გამამართლებელი განაჩენი შეცვალა და ყოფილ თავდაცვის მინისტრს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მანამდე ამავე საქმეზე კეზერაშვილი საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა გაამართლეს, თუმცა უზენაესმა ეს გადაწყვეტილება შეცვალა. აღსანიშნავია, რომ მესამე ინსტანციაში, ანუ უზენაეს სასამართლოში სხვა მოსამართლეებთან ერთად კეზერაშვილის საქმე განიხილა ს ყოფილმა ადვოკატმა, მოსამართლე შალვა თადუმაძემ. როდესაც საქმე პირველ და მეორე ინსტანციებში იხილებოდა, თადუმაძე მაშინ მთავარი პროკურორი იყო. კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმეს კი სწორედ პროკურატურა აწარმოებდა.
კეზერაშვილს ბრალი ედებოდა თავდაცვის მინისტრობის პერიოდში საწვრთნელ პროექტებზე 5 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვაში.
ამ საქმეზე:
უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა – ადვოკატი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება

ვახტანგ ძაბირაძე – სალომე ზურაბიშვილმა თავისი როლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხაზარაძე-ჯაფარიძის ნაკლები აქტიურობა კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რაღაც გეგმაზე ფიქრობენ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, პოლიტიკიდან გავიდნენ