რა დაადგინა მოსამართლემ ლუკა კინწურაშვილის საქმეზე

საქალაქო სასამართლოში ლუკა კინწურაშვილის პროცესი დასრულდა. ის პოლიციას ძალადობასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს, -ს კი ამტკიცებდა რომ 30 წლის მოქალაქე მათ მოთხოვნას არ დაემორჩილა.
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ დაადგინა, რომ პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ადგილი არ ჰქონია, ხოლო რაც შეეხება სამართალდამცავების შეურაცხყოფას, სასამართლო სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.
საქმის გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გაგრძელდება, სადაც კინწურაშვილმა ჩვენება უკვე მისცა.