“რა გიხარიათ ქოცებო? თქვენ ხო არდაწყებული ომის დეზერტირები ხართ?” – გიორგი თავდგირიძე

ომში ჩართულ უკრაინას ბევრი პრობლემა აქვს, მათ შორის მობილიზაციის. არიან მოქალაქეები, რომლებიც თავს არიდებენ გაწვევას, არიან ისეთებიც, რომლებიც დეზერტირობენ. მაგრამ ადამიანი და კაცობრიობა ასეა მოწყობილი, არც პირველად ხდება ეს და არც უკანასკნელად. მაგრამ რა უხარიათ ქოცებს? გუშინ მთელი დღე ამაზე ჭყლოპინობდნენ, მობილიზებული მთელი ტროლეთი და სადაც სტატუსი დაიდო ყველგან დააკომენტარეს. კიდევ ერთხელ, რა გიხარიათ ქოცებო? თქვენ ხო არდაწყებული ომის დეზერტირები ხართ? თქვენ უკვე გაექეცით საქართველოსთვის ყველა მომავალ ბრძოლას. არა, თავი კი არ აარიდეთ, არამედ უკვე მოწინააღმდეგეს მხარეზე გადახვედით. თქვენ მანამდე ჩაისვარეთ და გაფარჩაკდით, ვიდრე ამის ფიზიკური საჭიროება დადგა. მშვიდობაზე ლაპარაკით სილაჩრე არ პრავდება, ასეა მოწყობილი ომის და მშვიდობის ბუნება. პ.ს. ქოცებო, თქვენში იმდენი სილაჩრეა, რომ მომავალ ბრძოლებს კი არა უკვე გადატანილსაც გაემიჯნეთ როდესაც უხმლო ერეკლე მეფეს და თემურ ლენგის ობელისკის წინ მუხლმოდრეკილ კობახიძეს შეეგუეთ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო