ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე:
ახალ წელს მეგობართან ვიყავი სტუმრად, სადაც ხიზილალას დავეწაფე. ვისაც გიყვართ კი მიხვდებით როგორ ძნელია თავშეკავება. ამ დროს სულ მიღებს ჩემი მეორე მეგობარი და ხუმრობით მოაქვს სხვა ადგილიდანაც ხიზილალა. მეც ვიცინი უხერხულად, რადგან მიღებენ. აი რა არის ამ ამბავში ჩემი დანაშაული? დაათრევენ ამ ვიდეოს და მიდის ჩემი არაადამიანური ლანძღვა (როგორ განვიცდი ამ ყველაფერს ალბათ იციან ჩემებმა), მაგრამ ყველაზე მეტად მეცინება ერთ ამბავზე. ყველას ასეთი პათოსით აქვს ვიდეო წაღებული: “რას აყურებინებთ ბავშვებს? იცით რამდენს არ აქვს ხიზილალა და რამდენს ენატრება?” 1. ჯერ რას აზიარებ შე უპატრონო თუკი არ შეიძლება ამ ვიდეოს ყურება ბავშვებზე (ვითომ პორნოგრაფია იყოს) 2. მერე ვინ ბავშვს ენატრება ხიზილალა? ხიზილალის ზიზღში გავატარეთ ბავშვობა მე და ჩემმა დამ და ვისაც ვიცნობ ყველამ! 3. რა გინდა შე უპატრონო, სხვის ხიზილალს ვჭამ სხვის სახლში. შენთან ხო არ მოვსულვარ? 4. მერე მეოთხე მინდოდა დამეწერა ვინ გკითხავს რას შევჭამთქო, მაგრამ გადავიფიქრე. თქვენ არ იცით როგორ მეხმარებიან ცნობადობის გაზრდაში ეს @ლეები. ასე რომ მაზიარეთ, მთაგეთ, მლანძღეთ. მაგასაც რანაირად გამოვიყენებ (და ვიყენებ) მაგდენს აქ ვერ დავწერ უფასოდ, მაგის სწავლაში და ტრენინგებში ვიღაც ქოუჩები ფულს იღებენ