რა გზით დააგროვა ქონება ირაკლი რუხაძემ? – “ბადრი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ის დღესაც ერთი ჩვეულებრივი კლერკი იქნებოდა”– ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, :
რაც შეეხება ირაკლი რუხაძეს:
დეტალებში არ შევალ ისევ ბადრის ხსოვნის პატივისცემის გამო. მხოლოდ ერთს ვიტყვი: ირაკლი რუხაძე ახლა რომ “დიდი ბიზნესმენია”, ეს მოიტანა იმ პრობლემებმა, რომელიც წინა ხელისუფლებასა და ბადრის შორის წარმოიშვა და რის “მოგვარებაშიც” ბადრის დაღუპვის შემდეგ მონაწილეობდა, მათ შორის ჩემი უანგარო (მისგან განსხვავებით) დახმარებით. მისი მთელი ბიზნესი ბადრის ქონების დაბრუნების პროცესში აბსოლუტურად დაუცველი, გაუცნობიერებელი ბადრის ოჯახის წევრებისგან მიღებულ ე.წ. “წილზე” აშენდა, მათ შორის “იმედის დათრევით” და ხელისუფლებასთან ამ მედია აქტივით ვაჭრობით.
ბადრი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ის დღესაც ერთი ჩვეულებრივი კლერკი იქნებოდა…

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული საბჭო – საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს – მოველით, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი