,, რა გეგმა აქვთ ოპოზიციურ პარტიებს ბოიკოტის შემდეგ?” – ანა ბუჩუკური

,,გახარია საქართველოსთვის” წევრი, ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში ს პასუხობს:
,,ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს შეკითხვა არის რიტორიკული, ეს თავად მელიამ და ყველამ ძალიან კარგად იცის. ჩვენი გუნდის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოზიცია არის ძალიან მარტივი და ხაზგასმით ვიმეორებ – ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი სთვის, მათ შორის, მუნიციპალური არჩევნებისთვისაც. თუ გადავწყვეტთ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ, ამას გაიგებთ ღიად ჩვენგან, ისევე ღიად, როგორც ამდენი ხანია ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის.
რამდენიმე დღის წინ ძალიან მარტივი, ლეგიტიმური და ლოგიკური კითხვა დავუსვით ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ მუნიციპალურ არჩევნებს: რა გეგმა აქვთ ბოიკოტის შემდეგ? ერთადერთი, რაც მათგან მოვისმინეთ გეგმის სახით არის ე.წ სატელეფონო არჩევნები.ეს არ არის სერიოზული, საერთოდ რა წარმოდგენა აქვს ამ ხალხს საკუთარ ამომრჩეველზე და პროტესტზე?!“