რა გაყიდა საქართველომ რუსეთში 2023 წელს? – ანგარიში

საქსტატმა 2023 წლის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს ს ფედერაციასთან სავაჭრო ბრუნვამ 2.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2022 წელთან შედარებით ბრუნვის მაჩვენებელი 3%-ით არის შემცირებული, აღნიშნული მაჩვენებლით რუსეთმა სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მესამე ადგილი დაიკავა. მთლიან სავაჭრო ბრუნვაში იმპორტი ჭარბობს, თავად სავაჭრო ბრუნვის კლება განპირობებული იყო იმპორტის $70 მილიონით $1.74 მილიარდ დოლარამდე შემცირებით, ხოლო ექსპორტის მოცულობა 2%-ით გაიზარდა და მან 657 მილიონი დოლარი შეადგინა.
რუსეთში 5%-ით გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი და მან $168 მილიონ დოლარს მიაღწია. ექსპორტში მეორე ადგილს სპირტიანი სასმელები იკავებს 67.4 მილიონი დოლარით (ზრდა 42%), ხოლო მესამე ადგილი 67.1 მილიონი დოლარით ავტოექსპორტმა დაიკავა, რაც 2022 წელთან შედარებით 11%-ით არის შემცირებული.