რა განწყობაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და რა გადაწყვეტილებას ელოდებიან თბილისში ბრიუსელისგან

ბრიუსელში მიმდინარე დისკუსიის პოზიტიურ დასასრულს თბილისში ყველა ელოდება. პოლიტიკური სპექტრი იმედოვნებს, რომ, ევროკავშირის სამიტის შემდეგ, საქართველო ოფიციალურად კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა გახდება. მმართველი გუნდის ოპტიმისტური მოლოდინი რამდენიმე ფაქტორს ეფუძნება – ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, ევროკომისიის დადებით რეკომენდაციასა და პარტნიორების მკაფიო მხარდაჭერას.
ოპტიმისტურია ოპოზიციის განწყობაც, თუმცა არგუმენტები განსხვავებული – პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი მოსალოდნელ დადებით გადაწყვეტილებას მხოლოდ გეოპოლიტიკურ მოცემულობას უკავშირებს. ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც აქამდე, სთან დაკავშირებით, უნგრეთის განსხვავებულ პოზიციას ხელისშემშლელ გარემოებად აცხადებდნენ, დღეს ამბობდნენ, რომ, დიდი ალბათობით, საფრთხე განეიტრალებულია.
მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილი, რომლის რეალიზებისთვისაც ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს – ესაა მმართველი გუნდის განაცხადი, რომლის საფუძველზეც “ქართული ოცნება” დამსახურებულ სტატუსს ელოდება. უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ევროინტეგრაციისთვის მათ დამოუკიდებლად რთული სამუშაო გასწიეს, რაც ევროკომისიამ სათანადოდ შეაფასა.
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი საქართველომ 2022 წლის 3 მარტს გააკეთა. ქვეყანას ევროპული პერსპექტივა უკვე აქვს. კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მიღებულია ევროკომისიის დადებითი დასკვნაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია ზურაბიშვილის მიერ პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობაზე: არა მხოლოდ ამის ბერკეტი არ აქვს, არამედ არც ერთი იმ მავნებლური განცხადების, არაერთი გადადგმული ნაბიჯის, რომელიც კონსტიტუციაში მოდიოდა წინააღმდეგობაში