“რა განსხვავებაა სიმეონესა და გვარდიოლას შორის?” – როდრიმ განმარტა

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა როდრი ერნანდესმა, Cadena Ser-თან ინტერვიუში ერთმანეთს მისი ყოფილი და ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელები – დიეგო სიმეონე და პეპ გვარდიოლა შეადარა.
“ოქროს ბურთის” მოქმედი გამარჯვებულის თქმით, არგენტინელი სპეციალისტი უფრო ემოციურია, ესპანელი კი მეთოდური.
“მათ ორივეს საკუთარი, განსხვავებული სამწვრთნელო სტილი აქვთ. “ჩოლო” ჯიუტი იყო, მას მუდამ ინტენსიურად თამაში უნდა და მახსოვს, ვარჯიშებიდან თავის ტკივილით მოვდიოდი. პეპი უფრო მშვიდია, მას თამაშის ანალიზი უყვარს.
სიმეონე უფრო ემოციურია, გვარდიოლა კი მეთოდური, მიუხედავად ამისა, ორივე თავის საქმის უდიდესი პროფესიონალია და იციან, როგორ გაქციონ უკეთეს
ფეხბურთელად”, – განაცხადა როდრიმ.
შეგახსენებთ, ესპანელი ნახევარმცველი “ატლეტიკოს” რიგებში 2018/2019 წლებში იცავდა, “მანჩესტერ სიტიმ” მის სანაცვლოდ “როხიბლანკოს” 62.6 მილიონი ევრო გადაუხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში