რა გამოწვევებია მწვანე ტრანსფორმაციის მიმართულებით? – Smeda-ს პასუხი

Smeda-ს აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი, გიგა ფაიქიძე BM.GE-სთან მწვანე ტრანსფორმაციის გამოწვევებზე საუბრისას აცხადებს, რომ ბიზნესები ნაკლებად იაზრებენ, თუ რა უპირატესობა და შესაძლებლობები აქვს მწვანე ტრანსფორმაციას.
მისივე თქმით, ქვეყანაში უკვე არსებობს მაგალითები, რომლის მიხედვითაც ბიზნესებმა მწვანე ტრანსფორმაციის მიმართულებით გარკვეული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიწყეს, რაც მოსალოდნელიც იყო.
„მწვანე ტრანსფორმაცია საკმაოდ ახალია. შესაბამისად, ცნობადობა დაბალია. ამის გათვალისწინებით, მთავარი გამოწვევა ცნობიერების ამაღლებაა. ისინი ნაკლებად იაზრებენ იმ შესაძლებლობებს და უპირატესობებს, რომელიც შეიძლება მწვანე ტრანსფორმაციაში მოიპოვონ. თუმცა, არის პრაქტიკული გამოწვევებიც, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ინვესტიციის მოზიდვასთან, დაკავშირებულია ფინანსების ხელმისაწვდომობასთან, ცოდნის უკმარისობასთან და ა.შ.
გვაქვს მაგალითები, რომ ბიზნეს სუბიექტებმა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს როგორც მოსალოდნელი იყო და როგორც ხდება საერთაშორისო მაგალითების მიხედვითაც. ამ კუთხით ინიციატორები არიან მსხვილი ბიზნესები, რომლებიც ამის მნიშვნელობას იაზრებენ, აქვთ, მეტი ცოდნა, გამოცდილება და რესურსები. ამასთან, გრძელვადიანად გეგმავენ საკუთარ ბიზნესს“, – ამბობს გია ფაიქიძე.
რაც შეეხება ქვეყანაში განვითარებული მოვლენების სექტორებზე ასახვას, Smeda-ს აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სექტორების მიხედვით გამოწვევა განსხვავებულია. მისი თქმით, გარკვეულ ბიზნესებზე, როგორიცაა მაგალითად სტუმარმასპინძლობა და ტურიზმი, გარკვეული ასახვა უკვე ჰქონდა, თუმცა სიტუაცია ქვეყანაში თუ ასე გაგრძელდა, უფრო მძიმე შედეგების ხილვაა მოსალოდნელი.