რა გავლენა ექნება აშშ-ის ახალ საგადასახადო კანონპროექტს ბაზრებსა და ეკონომიკაზე

ხუთშაბათს, 3 ივლისს, -ის წარმომადგენელთა პალატამ სენატის მიერ ორი დღის წინ დამტკიცებული კანონპროექტი, რომელსაც „დიდ, ლამაზ კანონპროექტს“ უწოდებს, 218 ხმით დაამტკიცა და პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნა. ტრამპის თქმით, იგი დოკუმენტს ხელს 4 ივლისს, საღამოს 5 საათზე მოაწერს, რითაც ტრილიონობით დოლარის მოცულობის საკანონმდებლო პაკეტი ოფიციალურად შევა ძალაში. 1000-გვერდიანი კანონპროექტი მნიშვნელოვნად შეცვლის აშშ-ის საგადასახადო სისტემას, ბიუჯეტის ხარჯების ზომასა და ფედერალური ვალის დონეს.

კანონპროექტის კავშირი ტრამპის პირველ ვადასთან
2017 წლის დეკემბერში, ტრამპის პრეზიდენტობის დროს აშშ-ის კონგრესმა გადასახადების შემცირებისა და სამუშაო ადგილების აქტი (TCJA) დაამტკიცა, რომელიც ქვეყნის ყველაზე მასშტაბური საგადასახადო რეფორმა იყო 1986 წლის შემდეგ. შედეგად, კორპორაციული მოგების გადასახადი 35%-დან 21%-მდე შემცირდა და დაწესდა და გაფართოვდა არაერთი საგადასახადო შეღავათი ამერიკელი მოსახლეობისა და ბიზნესებისთვის. თუმცა, ამ კანონის თითქმის ყველა მნიშვნელოვან კომპონენტს, გარდა მოგების გადასახადისა, ვადა 2025 წლის 31 დეკემბრამდე ჰქონდა. შედეგად, თუ წლის ბოლომდე კონგრესი TCJA-ის განახლებას ან ახალი მსგავსი აქტის შემოღებას ვერ შეძლებდა, ამერიკელი მოსახლეობა და ბიზნესები უამრავ საგადასახადო შეღავათს დაკარგავდნენ, რაც საინვესტიციო გარემოსა და სამომხმარებლო ხარჯვებს დააზიანებდა.

რას მოიცავს ახალი კანონპროექტი
აქტი TCJA-ს ინდივიდუალურ საგადასახადო კომპონენტებს – მათ შორის, 2017 წლით განსაზღვრულ საშემოსავლო ზღვრებს, სტანდარტულ გამოქვითვებსა და გაფართოებულ შეღავათებს უვადოს ხდის, თუმცა ემატება ახალი შეღავათებიც: ხანდაზმულებისთვის სოციალური დაზღვევის გადასახადების ნაწილობრივი კომპენსაციის „ბონუს-დედუქცია“, SALT-ზღვარის დროებითი ზრდა, მოცულობითი სამუშაოსა და ე.წ. “თიფებისთვის” გამოყოფილი ახალი განაკვეთები, ასევე ავტომობილების სესხებზე პროცენტის გამოქვითვა. რაც შეეხება კორპორატიულ მხარეს, 21%-იანი მოგების გადასახადი 2017 წელსვე უვადოდ დამტკიცდა, ამიტომ მას საფრთხე ისედაც არ ემუქრებოდა გადასახადების გახანგრძლივების მიღმა, კანონპროექტი მრავალშრიან კომპრომისებზეა აგებული. მაგალითად, Medicaid-ზე, ანუ აშშ-ის სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაზე ხარჯები მნიშვნელოვნად მცირდება. ამასთან, SNAP პროგრამა, რომელიც შემწეობის მთხოვნელთა საკვებით დახმარებას გულისხმობს, მოითხოვს სამუშაო პირობების დაკმაყოფილებას კონკრეტული ზრდასრულებისგან.
ეტაპობრივად მცირდება ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შემოღებული ე.წ. მწვანე ენერგიის სექტორისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათებიც, ზოგიერთ შემთხვევაში მყისიერად, ზოგში – ეტაპობრივად. ამავდროულად, იზრდება დაფინანსება თავდაცვისა და იმიგრაციის კონტროლის მიმართულებებით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტი ფედერალური ვალის ზედა ზღვარს $5 ტრილიონი დოლარით ზრდის, რაც მომდევნო წლების განმავლობაში ბიუჯეტური ვალდებულებების მკვეთრ ზრდას გულისხმობს.
რას ნიშნავს ეს მოსახლეობისა და ბიზნესისთვის
ბიზნესებისთვის საგადასახადო შეღავათებზე ვადის გასვლის საფრთხის მოხსნა უზრუნველყოფს სტაბილურობას კაპიტალის დაგეგმვაში და შესაძლოა, დააჩქაროს ინვესტიციები წარმოებასა და ინფრასტრუქტურაში. დაბალი კორპორაციული განაკვეთები და დიდი მოცულობის გამოქვითვები ბიზნესებს საშუალებას აძლევს თამამად დაგეგმონ გაფართოება. მომხმარებლები ისარგებლებენ უფრო მაღალი შემოსავლებითა და ნაკლები გადასახადებით გაფართოებული გამოქვითვებისა და მიზნობრივი კრედიტების წყალობით. ეს გაუმჯობესებს მომხმარებლის განწყობას და გაზრდის ხარჯვას ისეთ სექტორებში, როგორიცაა საცალო ვაჭრობა, მომსახურება და ავტო-სესხები, სადაც ე.წ. “თიფები” და ზეგანაკვეთური სამუშაო დაბეგვრისგან ოფიციალურად განთავისუფლდება.

როგორი იქნება ეფექტი ეკონომიკასა და ფინანსურ ბაზრებზე
მოკლევადიან პერსპექტივაში, კანონი რეალურ მთლიან შიდა პროდუქტს მცირე, მაგრამ ხელშესახებ ბიძგს მისცემს – ანალიტიკოსების შეფასებით, 2025-2027 წლებში ქვეყნის მშპ-ს წლიურად 0.2%-დან 0.5%-მდე დონით გაზრდის. თუმცა, გრძელვადიანი პროგნოზი უფრო მუქია: მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, ტრილიონობით დოლარის დავალიანების დამატება სახელმწიფო ვალისა და მშპ-ის თანაფარდობას მიმდინარე 98%-დან უპრეცედენტო 125%-მდე გაზრდის.
ფინანსური ბაზრები კანონპროექტს ფრთხილი ოპტიმიზმით შეხვდნენ. აქციების ფასები გაიზარდა მომხმარებელთა სტაბილური მოთხოვნისა და ბიზნესზე ორიენტირებული საგადასახადო პოლიტიკის მოლოდინის ფონზე, განსაკუთრებით ისეთი სექტორებისთვის, როგორიცაა ტექნოლოგია და . თუმცა სახაზინო ობლიგაციებზე შემოსავლიანობა თანდათანობით იზრდება, რაც ასახავს როგორც სახაზინო ვალის ემისიების უსასრულოდ ზრდას, ისე სუვერენული რისკის გაზრდილ პრემიებსა და აშშ-ის ობლიგაციებზე უცხოური მოთხოვნის შემცირებას.
“დიდი, ლამაზი კანონპროექტი”, როგორც ორლესული მახვილი
ახალი კანონი უზრუნველყოფს იმ სტიმულს, რაც ბაზრებს სჭირდებათ – ის აქრობს TCJA-ის შეღავათების ვადის ამოწურვის საფრთხეს – თუმცა, პარალელურად ეკონომიკას ახალი ვალით ტვირთავს. ინვესტორებს მოუწევთ ნავიგაცია ისეთ გარემოში, სადაც ფისკალური მხარდაჭერით გამოწვეული მოკლევადიანი ბუმი ეჯახება გრძელვადიან საფრთხეებს, როგორიცაა ზრდადი საპროცენტო ხარჯები და პოტენციური ინფლაციური წნეხები.
tbccapital.ge