თურქი ინვესტორებისა და ბიზნესმენებისთვის საქართველოს საინვესტიციო კლიმატი ხელსაყრელია, რასაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, ქვეყნის საშემოსავლო და საგადასახადო სისტემების გამართულობა უზრუნველყოფს. ამის შესახებ BMG-სთან საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე, ოკტაი ოზთურქმა ისაუბრა.
BMG-ის კითხვაზე, რა გავლენა აქვს საქართველოს მიერ ENKA-სთან წაგებულ საარბიტრაჟო დავას თურქი ინვესტორების ქვეყანაში მოზიდვაზე და ხელისუფლების რა როლს ხედავს ამ პროცესში, ოზთურქმა აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია და ინვესტორებისთვის ქვეყანაში ხელსაყრელი გარემოა.
“მთავრობა ინვესტორებს დახმარებას უწევს, მაგრამ მეტი რისი გაკეთება შეუძლიათ? ეხმარებიან, ინვესტორებისთვის დადებითი კლიმატია, ამიტომ მხოლოდ ინვესტორებსა და საზოგადოებას შორის კარგი ურთიერთობის დამყარებაა საჭირო ინვესტიციების გასაგრძელებლად. მთავრობა ლიცენზიას და სამუშაო ნებართვას გასცემს, ინფრასტრუქტურას ამზადებს – სულ ესაა [მათი როლი].
