რა გავლენას ახდენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ბიზნესის მდგრადი განვითარების მიზნებზე? – ნინო ენუქიძის განმარტება

საქართველოში მიმდინარე საპროტესტო პროცესების ფონზე, ბიზნესებისთვის კორპორაციული მდგრადობის მიზნების შესრულება პრიორიტეტული შეიძლება არ იყოს, რადგან ზოგიერთ სექტორში ეკონომიკური აქტივობები საერთოდ გაჩერებულია – ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში, რუბრიკა ” საუბრები ბიზნესსა და ევროკავშირზე” ფარგლებში, ნინო ენუქიძე, BTU-ს რექტორი და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობის წევრი საუბრობს.