რა გავიგეთ ჰარი პოტერის სერიალის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმიდან
ფოტო: HBO
5
წაკითხვა
მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ 2026 წელს ჰარი პოტერი ბრუნდება. HBO-ს ჰარი პოტერის სერიალის პირველი სეზონი 2026 წლის 25 დეკემბერს, შობის დღეს გამოდის. განსხვავებული ემოციების, მოლოდინებისა და აზრთა სხვადასხვაობის შემდეგ, საბოლოოდ, რამდენიმე თვეში ვიხილავთ ფენომენად ქცეული წიგნებისა და ფილმების სერიის ახალ ადაპტაციას.
საშობაოდ ჰოგვორტსში დავბრუნდებით — ნახეთ ჰარი პოტერის სერიალის პირველი ტრეილერი
მანამდე კი, HBO-მ სერიალის გადაღების მიღმა არსებული პროცესების უკეთ გასაცნობად დოკუმენტური ფილმი შემოგვთავაზა. ჰარის პოვნა: მაგიის მიღმა არსებული ხელობა 30-წუთიანი ფილმია, რომლის პრემიერაც 5 აპრილს შედგა.
დოკუმენტური ფილმი მასშტაბური გადაღების პროცესის დეტალებს გვიზიარებს — მათ შორის, გვიყვება ჰარის, რონისა და ჰერმიონის მსახიობების შერჩევის პროცესებსა და სერიალში მონაწილე ანიმატრონიკი ცხოველების შექმნაზე.
“ჰარი პოტერის სამყარო უკვე ლეგენდარულია,” — ამბობს ნიკ ფროსტი, ფილმის მთხრობელი — “მის მაგიას ახალი თაობები ეცნობიან და მისი მემკვიდრეობაც კიდევ უფრო იზრდება. წინ ახალი, ამაღელვებელი ეპოქა გველის”.
კასტინგის დირექტორები, ემილი ბროკმანი და ლუსი ბევანი იხსენებენ, რომ შოუსთვის 40 000-ზე მეტ მსახიობს მოუსმინეს, იმდენს, რომ ბოლოს სათვალავიც კი აერიათ. თავდაპირველად, გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით, ბავშვებს სერიალში მონაწილეობაზე ონლაინ განაცხადის გაგზავნა შეეძლოთ. ამის შემდეგ კი კასტინგის ჯგუფი მანჩესტერში, შოტლანდიაში, ირლანდიასა და კარდიფში გაემგზავრა, რათა ოქროს სამეულის — ჰარის, რონისა და ჰერმიონის როლებისთვის შესაფერისი მსახიობები პირადად შეერჩიათ.
ფოტო: Aidan Monaghan/HBO
ალასტერ სტაუტმა (რონ უისლიმ) კასტინგი მანჩესტერში გაიარა. დირექტორებმა ჩათვალეს, რომ ის შარმიანი და სასაცილო მსახიობი იყო. არაბელა სტენტონი (ჰერმიონ გრეინჯერი) დირექტორებს ლონდონში შეხვდა და ლექსი Invictus წაიკითხა, შემდეგ კი უფრო იუმორისტული სცენა შეასრულა, რათა ეჩვენებინა, რომ მხიარული როლის მორგებაც შეეძლო.
ნახეთ: ჰარი პოტერის მსახიობები ფილმებში VS სერიალში (ფოტოები)
დომინიკ მაკლაფლინი (ჰარი პოტერი) კი გლაზგოს კასტინგზე თავისი უქმე დღეების შესახებ დაწერილი ლექსით წარდგა. დირექტორები დომინიკის “ჩუმი თავდაჯერებულობით” მოიხიბლნენ: “ზრდასრულების სამყაროს მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. მასში არის რაღაც მგრძნობიარე, მელანქოლიური და მარტოსული”.
ფოტო: Lara Cornell / HBO
კასტინგის დირექტორებს მსახიობების ასარჩევად წინასწარ ჰქონდათ გარკვეული მითითებები. ჰარი პოტერის მსახიობისთვის, როგორც თქვეს, მითითება შემდეგნაირი იყო: “ვიპოვოთ 10 წლის შესანიშნავი მსახიობი”.
ისეთი ბავშვი გჭირდება, რომელიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივს ჰგავს, თუმცა სინამდვილეში არაჩვეულებრივია
ფოტო: HBO Max
სერიალში წარმოდგენილი თითოეული ცხოველი ბუნებაში მათი რეალური ანალოგების მრავალსაათიანი კვლევისა და დაკვირვების შედეგად შეიქმნა.
“გუნდური მუშაობის კულმინაციას ვხედავთ”, — განაცხადა ლორა სინდალმა და მაყურებელს შოუსთვის შექმნილი ბუების პროტოტიპები გააცნო. ეს ბუები ლითონისა და პლასტმასისგანაა დამზადებული და ისეა დაპროექტებული, რომ ზუსტად გაიმეოროს ნამდვილი ბუების მოძრაობები. სხეულის აწყობის შემდეგ ბუმბულების გუნდი თითოეულ ბუმბულს სათითაოდ ამაგრებს ბადეზე, რომელიც ბუს კარკასზეა დაწებებული.
თითოეულ ბუზე დაახლოებით 36 000 ბუმბულია დამაგრებული, ჯამში კი სერიალისთვის 10 ბუ დაამზადეს.
ფოტო: HBO
შოუში ასევე ვიხილავთ სკაბერსის (რონის ვირთხის) ახალ და გაუმჯობესებულ ვერსიას — ამჯერად ის სხეულში ჩამონტაჟებული ძრავებითაა შექმნილი, რათა ცოცხალი მოძრაობების იმიტაცია შეძლოს.
ჩვენთვის უკვე ნაცნობი ცხოველების გარდა სერიალში შეგვხვდება აქამდე უნახავი გომბეშო, ცეცხლოვანი კიბორჩხალები და ფლაბერჭიები.
იხილეთ ფილმის ტრეილერი:
ასევე იხილეთ:
“მუდმივად ჩვენზე ნუ ჰკითხავთ” — დენიელ რედკლიფი ახალი ჰარი პოტერის მსახიობებზე
რამდენ ხანს მოგვიწევს ხოლმე ლოდინი ჰარი პოტერის სერიალის ახალ სეზონებამდე
კომენტარები
გადახედვა
რა გავიგეთ ჰარი პოტერის სერიალის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმიდან
3 წუთის წინ
რა გავიგეთ ჰარი პოტერის სერიალის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმიდან
გადახედვა
“გრანტების შესახებ” კანონში მორიგი ცვლილებები შედის
39 წუთის წინ
“გრანტების შესახებ” კანონში მორიგი ცვლილებები შედის
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის მონაწილეები ცნობილია
44 წუთის წინ
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის მონაწილეები ცნობილია
გადახედვა
საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვის საფასური არანაკლებ $20 და არაუმეტეს $500 იქნება
ერთი საათის წინ
საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვის საფასური არანაკლებ $20 და არაუმეტეს $500 იქნება
გადახედვა
სერბი სამხედრო მაღალჩინოსნები უნგრეთის გაზსადენთან დაკავშირებულ ინციდენტში უკრაინის მონაწილეობას უარყოფენ
2 საათის წინ
სერბი სამხედრო მაღალჩინოსნები უნგრეთის გაზსადენთან დაკავშირებულ ინციდენტში უკრაინის მონაწილეობას უარყოფენ
გადახედვა
ისრაელ კაცი: ისრაელმა ირანის უდიდეს ნავთობქიმიურ ობიექტზე იერიში მიიტანა
2 საათის წინ
ისრაელ კაცი: ისრაელმა ირანის უდიდეს ნავთობქიმიურ ობიექტზე იერიში მიიტანა
გადახედვა
Gen Z-ის სამუშაო ეთიკა — რატომ ამბობენ ახალგაზრდები უარს “9-დან 6-მდე” მუშაობაზე?
2 საათის წინ
Gen Z-ის სამუშაო ეთიკა — რატომ ამბობენ ახალგაზრდები უარს “9-დან 6-მდე” მუშაობაზე?
გადახედვა
12-13 აპრილს თბილისის მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ — დაწესდება 9 დროებითი მარშრუტი
3 საათის წინ
12-13 აპრილს თბილისის მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ — დაწესდება 9 დროებითი მარშრუტი
დაიხარჯე — შეივსე — პარი სერ ჟენმენის (Paris Saint-Germain) ვარსკვლავები წყალი მთის ახალ კამპანიაში
3 საათის წინ
დაიხარჯე — შეივსე — პარი სერ ჟენმენის (Paris Saint-Germain) ვარსკვლავები წყალი მთის ახალ კამპანიაში
გადახედვა
მისიის მთავარი ფაზა ახლოსაა! — ასტრონავტებმა მთვარის “გავლენის სფეროში” შეაღწიეს
3 საათის წინ
მისიის მთავარი ფაზა ახლოსაა! — ასტრონავტებმა მთვარის “გავლენის სფეროში” შეაღწიეს
გადახედვა
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს — ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა
3 საათის წინ
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს — ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა
გადახედვა
სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
4 საათის წინ
სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
გადახედვა
მეუღლის ცნობით, საქართველოდან გაძევებული აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს
4 საათის წინ
მეუღლის ცნობით, საქართველოდან გაძევებული აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს
გადახედვა
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — დედამიწაზე ჩამოტანილი ნიმუშები
5 საათის წინ
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — დედამიწაზე ჩამოტანილი ნიმუშები
გადახედვა
საია: აფგან სადიგოვის გაძევება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის მძიმე დარღვევაა
5 საათის წინ
საია: აფგან სადიგოვის გაძევება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის მძიმე დარღვევაა
გადახედვა
დაღესტანში წყალდიდობის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა — მათ შორის, არასრულწლოვანი და ორსული
5 საათის წინ
დაღესტანში წყალდიდობის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა — მათ შორის, არასრულწლოვანი და ორსული
თიბისის მოსწავლის ბარათი — მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
5 საათის წინ
თიბისის მოსწავლის ბარათი — მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
გადახედვა
ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო უცენზურო სიტყვებით გაჯერებული პოსტით დაემუქრა
6 საათის წინ
ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო უცენზურო სიტყვებით გაჯერებული პოსტით დაემუქრა
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი — თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
6 საათის წინ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი — თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
გადახედვა
საზღვარგარეთ მყოფი წვევამდელი პირი ჯარში გაწვევის მიღებისთანავე ვალდებული იქნება საქართველოში დაბრუნდეს
6 საათის წინ
საზღვარგარეთ მყოფი წვევამდელი პირი ჯარში გაწვევის მიღებისთანავე ვალდებული იქნება საქართველოში დაბრუნდეს
გადახედვა
როგორ გამოიყურებოდა Artemis 2-ის ეკიპაჟი 1990-იან წლებში — ნახეთ ფოტოები
7 საათის წინ
როგორ გამოიყურებოდა Artemis 2-ის ეკიპაჟი 1990-იან წლებში — ნახეთ ფოტოები
კვირის ტოპ-5
ქვიზი: როგორ იცნობ საქართველოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია)12602 ნახვა
ქვიზი: მოგატყუებთ თუ ვერა?9339 ნახვა
ქვიზი: როგორ იცნობ წყალთან დაკავშირებულ გმირებს მითოლოგიიდან?8522 ნახვა
ქვიზი: გაიშვებოდი თუ არა მთვარეზე?7199 ნახვა
გამოვავლინეთ ადამიანი, რომელიც On.ge-ის ქვიზებში ყველაზე მეტჯერ ჩაიჭრა4709 ნახვა
გირჩევთ
Sci-Tech
AI ჩატებში ბრენდის გამოჩენა: უნდა გადაიხადოთ დამატებით თუ არა AI SEO მომსახურებაში?
AI ჩატებში ბრენდის გამოჩენა: უნდა გადაიხადოთ დამატებით თუ არა AI SEO მომსახურებაში?
გადახედვა
განათლება
ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო
ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
პოლიტიკა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოშია
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოშია
გადახედვა
კინო
ალბერ კამიუს უცხოს მიხედვით ფილმი გადაიღეს
ალბერ კამიუს უცხოს მიხედვით ფილმი გადაიღეს
გადახედვა
რეგიონები
ბათუმში 2010 წელს დაბადებულმა პირმა 32 წლის კაცი დაჭრა
ბათუმში 2010 წელს დაბადებულმა პირმა 32 წლის კაცი დაჭრა
გადახედვა
სამართალი
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 3 არასრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 3 არასრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
გადახედვა
Sci-Tech
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა
გადახედვა
პოლიტიკა
რატომ დააკავეს და რატომ აძევებენ ქვეყნიდან აფგან სადიგოვს?
რატომ დააკავეს და რატომ აძევებენ ქვეყნიდან აფგან სადიგოვს?
გადახედვა
მეცნიერება
“თითქმის მივედით” — Artemis 2-მა უკვე გზის ნახევარი განვლო მთვარისაკენ
“თითქმის მივედით” — Artemis 2-მა უკვე გზის ნახევარი განვლო მთვარისაკენ
გადახედვა
კოსმოსი
Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე?
Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე?
ახლა კითხულობენ
Smartpet-მა გადავწყვიტა წააახალისოს თავშესაფრებიდან ძაღლების აყვანა
3 აპრილი, 14:54
დღეს, როცა მიუსაფარი ძაღლების ბედი ასე მწვავედ დგას, ყველას არ შეუძლია დიდი ცვლილების შეტანა, მაგრამ თითოეულს შეგვიძლია…
საგანმანათლებლო სივრცე მომავალი მეცნიერებისთვის — გაიცანი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მასწავლებლები
განათლების სამინისტრო: პირველკლასელთა რეგისტრაციისას სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 1 კმ-ს
მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკზე სინოდს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
“მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშის ავტორი: პოლიტიკური ინსტრუქცია არავისგან მიმიღია