“რა გავაკეთოთ? შევვარდეთ ოჩამჩირეში?” – მაჭარაშვილი

“ხალხის ძალის” ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, რუსული სამხედრო გემის ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში შემოსვლაზე პასუხისმგებელი ამჟამინდელი ხელისუფლება არაა.
ის, რომ ოჩამჩირის პორტში სამხედრო გემია გაჩერებული, ის, რომ 30 კმ-ში აქედან რუსის ჯარი დგას, ეს ყველაფერი უნდა მოკითხოთ “ვივა-მედში” ბატონ პატიმარ სააკაშვილს. თქვენ კარგად იცით, რომ კონდოლიზა რაისმა პირდაპირ აღიარა, რომ 2008 წელს არავითარი გარანტიები არ მიგვიცია. მან ეს მოახერხა, მისი ხელისუფლებიდან 4 წლის თავზე, რომ დაკარგა ეს ტერიტორიები. აბა რა უნდა გავაკეთოთ? შევვარდეთ? გეკითხებით, რა უნდა გავაკეთოთ?”- ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
ოჩამჩირის პორტში ს სამხედრო გემი Project 22870 გაჩერდა – ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით ტელევიზიების გადაწყვეტილებაზე – მედიის გადასაწყვეტია, რა სურს და რა არ სურს, რა განცხადებას გაიზიარებს და რას არა