რა ბრალდებებს უყენებს ვოლსკი გერმანიას

ოცნების” წევრის, გია ვოლსკის თქმით, „დიფ სთეითი” არსებობს და მის სისტემაში “ჭანჭიკად” ჩართულია გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერიც:
“[გერმანიის ელჩმა] ზუსტად იცის თვითონ, რომ „დიფ სთეითიც“ არსებობს და რასაკვირველია, არსებობს მართვის გარკვეული სისტემა, რომელშიც თვითონ ჩართულია ერთ-ერთ პატარა ჭანჭიკად. ის, რომ „დიფ სთეითი“ არსებობს, თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ადასტურებს. ეს ახალი მოვლენა არ არის, „დიფ სთეითი“ წლების განმავლობაში არსებობს, მოქმედებს, თავისი ინტერესები აქვს და ეს საკვირველიც არ არის არავისთვის, გარდა იმ ხალხისა, ვისაც მიაჩნია, რომ მის მიმართ ამ „დიფ სთეითის“ მოქმედება არის უსამართლო. საქართველო არის ამ უსამართლობის ერთ-ერთი სამიზნე. გერმანიის ელჩიც ლაპარაკობს სანქციებზე და ამ დროს, არათუ სანქციები, არამედ მილიარდობით დახმარებას უწევს სირიის ახალ ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ იცის, უამრავი სისხლი დაიღვარა სირიის ქუჩებში მას შემდეგ, რაც ეს ახალი ხელისუფლება მოვიდა სათავეში. უფრო მეტიც, გერმანიაში იწვევენ იმისთვის, რათა შობადობის პრობლემა იქნას დაძლეული. ეს უკვე ორმაგი სტანდარტი არ არის. ეს არის კონკრეტული პოლიტიკური გეგმა, რომელსაც გარკვეული მიზნები და ამოცანები აქვს [IPN] ამბობს ვოლსკი.
ცნობისთვის, პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ „დიფ სთეითი“ არ არსებობს და ის გამოგონილია – „ჩვენ ნამდვილად არ ვართ „დიფ სთეითი“, ეს არ არსებობს, ეს გამოგონილია და თუ ვინმეს შეუძლია „დიფ სთეითი“ მაჩვენოს, მე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?