ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო დაკარგვის ფონზე, „ქართული ოცნების“ ლიდერები, მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები, სულ უფრო აქტიურად აბანდებენ ქონებას თავად ევროკავშირის ქვეყნებში – ყიდულობენ უძრავ ქონებას, აფუძნებენ კომპანიებს და იღებენ მოქალაქეობას საკუთარი ოჯახის წევრებისთვის.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, პარტიასთან დაახლოებულ 18 პირს ევროკავშირის 11 ქვეყანაში – მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, ჩეხეთსა და ესპანეთში – უძრავი ქონება ან ბიზნესები აქვთ რეგისტრირებული.
საფრანგეთი
ბიძინა ივანიშვილი
კომპანიები: ივანიშვილების ოჯახის საერთაშორისო ბიზნესიმპერია, საუბარია 20-მდე უცხოურ კომპანიაზე, რომელთა გავლით ოჯახი 125-მდე ქართული კომპანიას და დიდძალ უძრავ ქონებას ფლობს, სწორედ ევროპულ იურისდიქციებშია რეგისტრირებული: დიდ ბრიტანეთში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებში და საფრანგეთში. თავად ბიძინა ივანიშვილი დღემდე საფრანგეთის მოქალაქეა.
უძრავი ქონება: ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე 2 უძრავ ქონებას ფლობენ პარიზში:
· 1 935 კვ.მ ფართობის მიწა და მასზე არსებული 300 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი პარიზში, მისამართზე: 1 Allée des Robichons, La Celle-Saint-Cloud, 78170. უძრავი ქონების მფლობელი ეკატერინა ხვედელიძეა.
· 110 925 კვ.მ ძირითადად ტყით დაფარული მიწა პარიზში, მისამართზე: 29 Rue de la Princesse, Louveciennes. უძრავი ქონების უშუალო მფლობელია საფრანგეთში რეგისტრირებული უძრავი ქონების მმართველი კომპანია სახელწოდებით SCI Du 29 Rue De La Princesse, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ერთად ფლობენ.
კახა კალაძე
თანამდებობა: თბილისის მერი
უძრავი ქონება და კომპანია: კახა კალაძე პარიზში ფლობს 7 ოთახიან ბინას, რომელიც მან 2022 წლის დასაწყისში შეისყიდა 3.5 მილიონ ევროდ. ბინას ოფიციალურად ფლობს კომპანია სახელმწოდებით Kala Capital, რომელიც კახა კალაძემ და მისმა მეუღელს 2022 წლის დასაწყისში დაარეგისტრირეს, ხოლო ახლა სრულად ეკუთვნის მის მეუღლეს. კომპანია იმავე მისამართზეა რეგისტრირებული, სადაც ბინა – 49 Boulevard Lannes.
კახა კალაძის ოთხივე შვილი სავარაუდოდ ევროკავშირის მოქალაქეები არიან, რადგან ისინი იტალიაში და საფრანგეთში დაიბადნენ.
ანტონ ობოლაშვილი
თანამდებობა: „ქართული ოცნების“ დეპუტატი
უძრავი ქონება: ანტონ ობოლაშვილი და მისი მეუღლე ფლობენ 130 კვ.მ ფართობის ბინას პარიზში, 33 Rue de Lubeck, რომელიც მათ 2014 წელს შეიძეს 1,165,030 ევროდ. 2019 წელს მათ ავტოფარეხიც იყიდეს 58,000 ევროდ.
კახი ბექაური
თანამდებობა: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე
კომპანია: 2024 წლის 28 ივნისს კახი ბექაურმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინე ბერიძემ, დააფუძნეს კომპანია Nap Real Estate პარიზში, 47 Avenue Hoche, 75008. კომპანიის ოფიციალური საქმიანობა უძრავი ქონების მართვაა. 2024 წლის დეკლარციის თახმად, ბექაურმა და მისმა მეუღლემ მთლიანობაში 1 764 991 ევრო შეიტანეს კოპანიის საწესდებო კაპიტალში. სავარაუდოა, რომ ეს თანხა საფრანგეთში უძრავი ქონების შესაძენად იყოს გამიზნული.
ვახტანგ ჯაოშვილი
თანამებობა: ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
უძრავი ქონება: ვახტანგ ჯაოშვილის მეუღლე და შვილი საფრანგეთის მოქალაქეები არიან, მისი მეუღლე საფრანგეთში 3 უძრავ ქონებას ფლობს:
1. 29 კვ.მ ფართობის ბინა, ქ. ფონტენბლო, 21 bd de Magenta, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2024 წელს 147 926 ევროდ შეიძინა.
2. 90 კვ.მ ფართობის ბინა, ქ. ავონი, 3 rue des Courtils, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2006 წელს 280 800 ევროდ შეიძინა.
3. 140 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი, ქ. ფონტენბლო, 39 rue des Provenceaux, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2018 წელს 370 000 ევროდ შეიძინა.
გერმანია
ლევან კობიაშვილი
თანამდებობა: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, პარლამენტის ყოფილი წევრი
უძრავი ქონება: ლევან კობიაშვილი და მისი მეუღლე თამარ წულეისკირი, რომელიც თავად ყოფილი თანამდებობის პირია (ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ყოფილი უფროსი) გერმანიაში, კერძოდ ბერლინში 2 უძრავ ქონებას ფლობენ:
770 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 550 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2014 წელს 1 690 000 ევროდ შეიძინეს,
110 კვ.მ ფართობის ბინა, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2020 წელს 945 000 ევროდ შეიძინეს.
ლევან კობიაშვილის ორივე შვილი სავარაუდოდ ევროკავშირის მოქალაქეა, რადგან ისინი გერმანიაში დაიბანდნენ.
გიორგი ქაჯაია
თანამდებობა: საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი (ყოფილი)
უძრავი ქონება: გიორგი ქაჯაიას გერმანელ მეუღელს ეკუთვნის 100 კვ.მ ფართობის ბინა ბერლინში, ზონნტაგშტრასე 15, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2008 წელს 200 000 ევროდ შეიძინა.
ნიდერლანდები
ირაკლი რუხაძე – ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი და „ქართული ოცნების“ მთავარი პროპაგანდისტული მედიასაშუალების, ტვ იმედის მფლობელი
კომპანიები: ირაკლი რუხაძე მის ქართულ ბიზნეს აქტივებს ნიდერლანდებში რეგისტრირებული რამდენიმე კომპანიის გავლით ფლობს, ეს კომპანიებია:
· ტელეიმედი → Media Finance Group B.V.
· ლიბერთი ბანკი → Georgian Financial Group B.V.
· ქართული ცემენტი (ყოფილი ჰაიდელბერგ ცემენტი) → Caucasuscement Holding B.V. და Cement Invest B.V.
· რუსთავის ფოლადი → Tolanius Beheer B.V.
ნიკოლოზ ლალიაშვილი
თანამდებობა: საქართველოს ელჩი უნგრეთსა და მონტენეგროში
