რა ბალანსს ვერ ინარჩუნებს რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში? – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოცემა РБК – სთან ინტერვიუში ოკუპირებული სთვის დაფინანსების შეჩერებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არაა გამწვავება, უბრალოდ საუბარია “ბალანსის დაცვაზე იმ ვალდებულებებში, რომელიც ორი ქვეყნის მთავრობებმა იკისრეს“.
ამას გამწვავებას არ დავარქმევ. დავუბრუნდეთ იმას, რაზედაც ახლახან ვისაუბრეთ: ეს არის მიღწეული შეთანხმებების განხორციელება. არსებობს შეთანხმებების პაკეტი, რომელიც სანქცირებული იყო პრეზიდენტების მიერ და დამტკიცებული ორი ქვეყნის მთავრობების მიერ. ამ შეთანხმებების შესაბამისად, რომლებიც რატიფიცირებულია კიდეც ორივე პარლამენტში, თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი ვალდებულებები. საუბარია უბრალოდ ამ ვალდებულებებს შორის ბალანსის შენარჩუნებაზე და ეს კარგად ესმით ჩვენს აფხაზ მეგობრებს“, – განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, აგვისტოს დასაწყისში, როცა აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი შამბას თანამდებობაზე დაბრუნება მიულოცა, მისთვის ნებისმიერ ხელსაყრელ დროს რუსეთში სტუმრობაც შესთავაზა.
ჩვენი სხვა უწყებები, სოხუმში თავიანთ კოლეგებთან შესაბამის სამუშაოს აწარმოებენ. მაგრამ მთავარია, კიდევ ერთხელ – ყველა მიღწეული შეთანხმების შესრულება “, – განაცხადა ს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს 1 სექტემბრიდან სოციალური დაფინანსება შეუჩერა, რომლითაც ანაზღაურებას იღებდნენ მასწავლებლები, ექიმები და სამართალდამცველი უწყებების თანამშრომლები. შემოდგომასა და ზამთარში რუსეთი დე ფაქტო რესპუბლიკას ელექტროენერგიასაც კომერციული ფასით მიაწვდის.

ასევე დაგაინტერესებთ