რა აქვთ საერთო, დღეიდან, “გეკას” და გომელაურს? – გომელაური ამ ფაქტიდან 4 თვეში გადადგა

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებით, ქართული ოცნების მთავრობის შს მინისტრს, გეკა გელაძესა პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.
ირაკლი ამბობს, რომ ის დაჯილდოვა იმისათვის, რომ სწორედ მისი ხელმძღვანელობით, მასშტაბური ცვლილებებია ქვეყანაში უსართხოების კუთხით. რა შეიცვალა მაისიდან დღემდე ისეთი, უსაფრთხოების კუთხით, რასაც გომელაური ვერ ართმევდა თავს, კობახიძეს ეს არ უთქვამს.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც, “გეკას” ახალი წოდება მიენიჭა, ირაკლი კობახიძის თქმით, ისაა, რომ იგი აქამდე მხოლოდ პოლოკოვნიკი იყო. მეორე მიზეზი, იქნებ, პირველზე უკეთაც კი ჟღერდეს.
“განსაკუთრებული მადლობა, რა თქმა უნდა, მინდა გადავუხადო ჩვენს კოლეგას, ბატონ გეკა გელაძეს. სწორედ მისი ხელმძღვანელობით შევძელით ჩვენ ამ მასშტაბური ცვლილებების მიღწევა საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემაში და მას ეკუთვნის ჩვენგან, რა თქმა უნდა, და საზოგადოებისგან განსაკუთრებული მადლობა. მე ასევე მინდა გაცნობოთ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ: ბატონი გეკა გელაძე აქამდე ატარებდა პოლკოვნიკის წოდებას და მას დღეს, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიენიჭება პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება, რასაც ის ნამდვილად იმსახურებს. ვუსურვებ მას სამომავლო წარმატებებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ “ოცნების” მთავრობის სხდომაზე.
ცნობისთვის, ამავე 16 იანვარს ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტად დასმულმა მიხეილ ყაველაშვილმა ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრს, სანქცირებულ ვახტანგ გომელაურსაც პოლიციის გენერალ-პოლკოვნიკის უმაღლესი სპეციალური წოდება მიანიჭა. ვახტანგ გომელაური, ამ წოდების მიღებიდან 4 თვეში გომელაური თანამდებობიდან გადადგა.
ცნობისთვის, გელა გელაძე, პირველი შს მინისტრი იყო, რომელიც ზედმეტსახელით აწერდა ხელს ოფიციალურ დოკუმენტებს, დღეიდან ის, პირველი გენერალ–პოლკოვნიკია, რომელიც ასევე ზედმეტსახელით “გეკა” იქნება მოხსენიებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ძაბირაძე: სუს-ის განმარტება ნიშნავს, რომ ლევან დავითაშვილს მოუწევს ან საპროცესო შეთანხმება ან პატიმრობა, ის შეიძლება ერთ-ერთი იყოს გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ – „ოცნება“ ცდილობს, თავისი არასასიამოვნო წარსული „გაათეთროს“

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ