რა აფერხებს მამარდაშვილის “ლივერპულში” ტრანსფერს? – Relevo განმარტავს

ესპანური Relevo-ს ცნობით, გიორგი მამარდაშვილის აგენტი ლევან სეთურიძე ვალენსიაში თავისი კლიენტის “ლივერპულთან” ტრანსფერს დაახლოებით 35 მილიონ ევროდ ათანხმებს, თუმცა “ღამურები” 40 მილიონის მიღებას იმედოვნებს.
“ლივერპულს” უნდა მამარდაშვილი შეიძინოს და ერთი სეზონით სხვა გუნდში გაუშვას, მაგრამ არსებობს პრობლემა: პრემიერლიგის რეგლამენტით კლუბს ერთი სატრანსფერო ფანჯრისას ფეხბურთელის ყიდვის და მაშინვე ინგლისის სხვა გუნდში განათხოვრების უფლება არ აქვს, ამიტომ ერთ-ერთ ვარიანტად ტრანსფერის გაისად დასრულება, იქამდე კი იჯარით “ბორნმუთში” გადასვლა განიხილება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში