რა არის ცნობილი უკრაინული კომპანიების შესახებ, რომლებიც ირანს საბრძოლო იარაღის კომპონენტებს აწვდიდნენ

12 ნოემბერს, -ის ხაზინის დეპარტამენტმა სხვადასხვა ქვეყნის 32 სუბიექტის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. მათ შორის აღმოჩნდა ში რეგისტრირებული ორი ფირმა, რომელთა მეშვეობითაც სამხედრო თვითმფრინავებისა და Ababil-ის სერიის დრონების მწარმოებელ ირანულ კომპანიას კომპონენტები მიეწოდებოდა.
უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის (Suspilne) საგამოძიებო ჯგუფმა მოიპოვა ინფორმაცია ამ ფიქტიური უკრაინული კომპანიების, მათი ოფიციალური მფლობელებისა და მათთან დაკავშირებული ქალის შესახებ, რომელიც, ამერიკული მხარის ინფორმაციით, ტვირთის გადაზიდვას უწევდა ორგანიზებას.
ირანის აგენტები ში
-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) სანქციები დაუწესა 32 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თურქეთში, ჩინეთში, ჰონგ კონგში, ინდოეთში, გერმანიასა და უკრაინაში საქმიანობდნენ. ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების მხარდასაჭერად, მათ შესყიდვების რამდენიმე ქსელი ჰქონდათ შექმნილი.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე, კერძოდ, ნათქვამია: „ირანელი შესყიდვების აგენტი, ბაჰრამ თაბიბი უკრაინაში რეგისტრირებულ ფიქტიურ კომპანიებს, „იმპერატივ უკრაინა ჯგუფს“ და „ეკოფერას“ იმისთვის იყენებდა, რომ შეეძინა აეროკოსმოსური მასალები, მათ შორის, სივრცეში მდებარეობის დამდგენი ინდიკატორები და მაგნიტომეტრები, და ისინი ირანის თვითმფრინავების მწარმოებელი ინდუსტრიული კომპანიისთვის (HESA) მიეწოდებინა“.
HESA-სთვის ნაწილების მიწოდების სქემაში აქტიურად იყო ჩართული ირანის მოქალაქე ბათულ შაფიქიც. ის ხელს უწყობდა „იმპერატივ უკრაინა ჯგუფის“ და „ეკოფერას“ მიერ HESA-დან განხორციელებული გადახდების მიღებას, ასევე ორგანიზებას უკეთებდა HESA-სთვის განკუთვნილი „ეკოფერას“ ტვირთების ირანში გადაზიდვას.
ირანის კიდევ ერთი მოქალაქე, საიდ ფაჰლავანი ნეჯადი უკრაინულ ფიქტიურ კომპანიებსა და HESA-ს შორის შუამავალი იყო და ხელს უწყობდა HESA-სთვის გენერატორის კომპონენტების, ძრავების, ინდიკატორების, სენსორებისა და სხვა აღჭურვილობის მიყიდვას.
HESA-სთვის ფინანსური, მატერიალური, ტექნოლოგიური ან სხვა სახის მხარდაჭერის, აგრეთვე საქონლისა და მომსახურების მიწოდებისთვის ან მიწოდების მცდელობისთვის, 13382-ე აღმასრულებელი ბრძანების შესაბამისად, თაბიბი, „იმპერატივ უკრაინა ჯგუფი“, „ეკოფერა“, შაფიქი და ნეჯადი სანქციებს ექვემდებარებიან.
ანალიტიკური სისტემა YouControl-ის მონაცემების თანახმად, აშშ-ის ხაზინის მიერ მოხსენიებული, 1971 წელს დაბადებული ბაჰრამ თაბიბი ირანის მოქალაქეა, რომელმაც 2018 წლის თებერვალში ხარკოვში შპს „იმპერატივ უკრაინა ჯგუფი“ დაარეგისტრირა. მისი სახელი და EDRPOU კოდი იგივეა, რაც ამერიკელების ანგარიშშია მითითებული.
კომპანიის სარეგისტრაციო მისამართი, დაარსების დღიდან, არის ხარკოვი, რომენსკას ქუჩა 50. „გუგლის“ რუკების მიხედვით, ამ მისამართზე კერძო სახლი მდებარეობს. ბაჰრამ თაბიბიმ ის და ამ მისამართზე არსებული მიწა 2022 წლის 25 იანვარს შეიძინა. გარდა ამისა, 2021 წლის მარტში ირანელმა ხარკოვში, საცხოვრებელ კომპლექს „ჰიდროპარკში“ ერთოთახიანი ბინა იყიდა.
შენობა ხარკოვში, „იმპერატივ უკრაინა ჯგუფის“ სახელზე რეგისტრირებულ იურიდიულ მისამართზე. ეს შენობა, მიწასთან ერად, ბაჰრამ თაბიბის საკუთრებაშიაGoogle Maps
„იმპერატივ უკრაინა ჯგუფის“ ძირითადი საქმიანობად მითითებულია „სამეურნეო საქონლით საბითუმო ვაჭრობა“. მისი საწესდებო კაპიტალი 300 ევროა.
ფინანსური ანგარიშგება, რომელიც უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის საგამოძიებო ჯგუფმა YouControl-ის მონაცემებზე დაყრდნობით გაანალიზა, აჩვენებს, რომ ბაჰრამ თაბიბის კომპანიას, 2021 წლიდან მოყოლებული, მოგება ფაქტობრივად არ ჰქონია: მხოლოდ 7,400 გრივნა – 2021 წელს და საერთოდ არაფერი – 2022-2023 წლებში. 2024 და 2025 წლებში კომპანიას ანგარიშები, სავარაუდოდ, საერთოდ არ წარუდგენია.
OpenDataBot-ის გამოყენებით, დამატებით ისიც გაირკვა რომ შპს „იმპერატივ უკრაინას“ ოფიციალური თანამშრომლები მხოლოდ 2021 წელს ჰყავდა, და მაშინაც – მხოლოდ ერთი.
კომპანიის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის შესახებ მონაცემების მოპოვება ვერ მოხერხდა. თუმცა, 2019 და 2020 წლებში კომპანიამ „ვინიცაობლტეპლოენერგოს“, შესაბამისად, 30 ათას და 18 ათას გრივნად, მინა-ბოჭკოვანი რულონები მიჰყიდა.
იგივე საქონლისთვის თანხა ირანელის კომპანიას 2018 წელს „ტოკმაკ ტეპლოენერგიამაც“ (ზაპორიჟიეს ოლქი) გადაუხადა.
სანქციების ქვეშ მყოფი მეორე „მკვდარი“ კომპანია
მეორე კომპანიას, რომელიც აშშ-ის სანქციების ქვეშ მოხვდა, „ეკოფერა“ კი არა, „ეკონსფერა“ ჰქვია. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს რელიზში სახელი შეეშალა, მაგრამ მიუთითა დამრღვევი კომპანიის EDRPOU კოდი, რომელიც უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აღნიშნული შპს-ს საპოვნელად გამოიყენა.
ეს ფირმა 2016 წლის ოქტომბერში ბორისპილში (ს ოლქი) დარეგისტრირდა. მისი ძირითადი საქმიანობაა არასპეციალიზებული საბითუმო ვაჭრობა, საწესდებო კაპიტალი კი – 100 გრივნაა. დაარსებიდან რამდენიმე თვეში, 2017 წლის თებერვალში, შპს-ს ერთადერთი ბენეფიციარი და დირექტორი ვიტალი ვლადიმერის ძე გურინი გახდა. მის ხელში გადასული კომპანია ხელახლა დარეგისტრირდა ს გოლოსეევსკის რაიონში მდებარე შენობაში, სადაც, მასთან ერთად, სხვადასხვა იურიდიული დახმარების ცენტრი და სავაჭრო ფირმაა რეგისტრირებული.
კიევში, კომპანია „ეკონსფერას“ იურიდიულ მისამართზე რეგისტრირებული შენობაGoogle Maps
კომპანია „ეკონსფერას“, როგორც YouControl ადასტურებს, ფინანსური ანგარიშგება არასდროს წარუდგენია. რაც შეეხება მის მფლობელსა და დირექტორს, ვიტალი გურინს, ის კიევის მკვიდრია და 1995 წლიდან მოყოლებული, არაერთხელ იყო ნასამართლევი. გურინი სასჯელს ქურდობისა და ნარკოტიკების გამო იხდიდა.
სასამართლო რეესტრის თანახმად, 2017 წლის ოქტომბერში კიევის ობოლონსკის რაიონულმა სასამართლომ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მას დიდი ოდენობით აცეტილირებული ოპიუმის შეძენისა და შენახვისთვის მიუსაჯა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გურინის სახელი „ეკონსფერასთან“ კავშირში მოიხსენიება. მანამდე, 2016 წლის თებერვალში, ანალოგიური დანაშაულის ჩადენისთვის, ის ციხიდან ახალი გამოსული იყო.
სანამ გურინი სასჯელს იხდიდა, 2021 წლის სექტემბერში კიევის პოდილსკის რაიონულმა სასამართლომ მას, იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის წარდგენილი დოკუმენტების გაყალბებისთვის, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე 2017 წლის თებერვალში აღიძრა. აშშ-ის სანქციებში ნახსენები კომპანია უკრაინის სამართალდამცავი სისტემის თვალთახედვის არეში, ფაქტობრივად, ამის შემდეგ აღმოჩნდა.
როგორც განაჩენის ტექსტშია ნათქვამი, გურინი, 500 გრივნის ოდენობის ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ, უცნობი პირის თხოვნით, დათანხმდა შპს „ეკონსფერას“ მის სახელზე რეგისტრაციას იმ პირობით, რომ ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლება არ ექნებოდა. ამის შემდეგ მან თავისი ხელმოწერით დამოწმებული ყველა დოკუმენტი დაუდგენელ პირებს 2500 გრივნა ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ გადასცა.
სასამართლომ გურინი დამნაშავედ ცნო და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, ეს სასჯელი სხვა სასჯელმა შთანთქა – გურინი უკვე იხდიდა ექვსწლიან სასჯელს ნარკოტიკებისთვის.
„ეკონსფერას“ ანგარიშებზე არსებული თანხები „სბერბანკსა“ და ხაზინაში 2017 წლიდან დაყადაღებული იყო და 2021 წლის განაჩენით, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა. უცნობია, რა თანხებზეა საუბარი, რადგან მისი დაყადაღების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებები სასამართლო რეესტრში არ მოიძებნა.
აშშ-ის ხაზინის ვებ-გვერდზე უკრაინის კონტექსტში კიდევ ერთი სახელი ფიგურირებს – 1973 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე, ბათულ შაფიქი. გავრცელებული ინფორმაციით, ის აქტიურად იყო ჩართული ირანული დრონების კომპანიისთვის ნაწილების მიწოდების სქემაში: შაფიქი ორგანიზებას უკეთებდა HESA-სთვის განკუთვნილი „ეკონსფერას“ ტვირთების ირანში გადაზიდვას.
როგორც უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის საგამოძიებო ჯგუფმა გაარკვია, ბათულ შაფიქი უკრაინაში, არაუგვიანეს, 2017 წლიდან იმყოფებოდა, რადგან სწორედ მაშინ დაარეგისტრირა ხარკოვში თავისი ქორწინება კაჯიკ ამბარცუმიანთან. ამის შესახებ ცნობილი გახდა ქორწინების შეწყვეტის გადაწყვეტილებიდან, რომლის ინიციატორიც ამბარცუმიანი იყო და რომელიც უკრაინაში ს სრულმასშტაბიან შეჭრამდე მოხდა.
განქორწინების გადაწყვეტილებიდან ასევე ირკვევა, რომ 2022 წლის ოქტომბერში ბათულ შაფიქიმ სასამართლოში შეიტანა განცხადება, რომ განქორწინების წინააღმდეგი არ იყო. უკრაინულ რეესტრებში ამ ქალის სახელზე რეგისტრირებული ქონება ან კომპანიები არ აღმოჩნდა.
ზემოთ ნახსენები სანქცირებული პირების ყველა აქტივი მთლიანად დაბლოკილია. აშშ-ის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ, რაიმე ფინანსური ან საქმიანი ურთიერთობა ჰქონდეთ ამ პირებთან ან მათ ქონებასთან.
უცხოური ბანკები და სხვა სუბიექტებიც ფრთხილად უნდა იყვნენ: თუ ისინი შეგნებულად განახორციელებენ ტრანზაქციებს ამ სანქცირებული სუბიექტებთან ან მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევენ მათ, შესაძლოა, თავადაც დაექვემდებარონ სანქციებს. ეს კი, თავის მხრივ, შეიძლება ნიშნავდეს აშშ-ის ფინანსურ სისტემაზე წვდომის დაკარგვას ან მათი აქტივების დაბლოკვას.
უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის საგამოძიებო ჯგუფმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს სთხოვა განემარტა, აღიძრა თუ არა სისხლის სამართლის საქმეები შპს „ეკონსფერასა“ და „იმპერატივ უკრაინა ჯგუფის“ წინააღმდეგ, ირანთან ვაჭრობის გამო. როგორც კი ოფიციალურ პასუხს მიიღებს, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი მას დაუყოვნებლივ გამოაქვეყნებს.