რა არის ქვეყანაში სურსათის სიძვირის მიზეზი – ეკონომისტის განმარტება

Numbeo-მ სურსათის ფასების ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოს 146 ქვეყანას შორის, სურსათის ფასების ინდექსში საქართველო 90-ე ადგილზეა 35.7 ქულით და ამ მაჩვენებლით, რეგიონში ყველაზე ძვირი სურსათი საქართველოშია.
Numbeo-ს ინდექსში სომხეთი 97-ე პოზიციაზეა 34.1 ქულით; აზერბაიჯანი – 119-ზე 28.4 ქულით; თურქეთი – 114 -ზე 30.3 ქულით; – 130-ზე 25.9 ქულით.
ეკონომისტი, გიგა თვაური რადიო „კომერსანტის“ ეთერში აცხადებს, რომ ეს შედეგი არ გამკვირვებია, რადგან 1.5 წლის განმავლობაში არასწორი მონეტარული პოლიტიკის გამო ორნიშნა ინფლაცია გვქონდა.
„შეგახსენებთ, რომ 1.5 წლის განმავლობაში, არასწორი მონეტარული პოლიტიკის გამო, ორნიშნა ინფლაცია გვქონდა. ინფლაცია ორნიშნა შეიძლება იყოს 11%-იც და 22%-იც. საქსტატი ითვლის 300-ზე ცოტა მეტ, 305 პროდუქტს. ეს 305 პროდუქტი კლასიფიცირდება 12 მიმართულებაში, როგორებიცაა – სურსათი, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, ტანსაცმელი, ტრანსპორტი და ა.შ. ზოგი არის უფრო სენსიტიური პროდუქტი, ზოგი ნაკლებად სენსიტიური მოსახლეობისთვის. მინდა შეგახსენოთ, რომ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაციური მაჩვენებელი 22%-საც კი აღწევდა. საბოლოო ჯამში სხვა მიმართულებები აბალანსებდა სურათს და გვქონდა 11-13%-იანი ინფლაცია. პირვლად მოხმარების ნივთებზე, ძირითად კალათაზე, რასაც სურსათი და უალკოჰოლო სასმელი მოიცავს, თითქმის 18-20%-იანი ინფლაცია იყო. ეს რეიტინგი და ჩვენი პოზიციონირება ძალიან ცუდ ადგილზე, საერთოდ არაა გასაკვირი“, – აცხადებს ეკონომისტი.

ასევე დაგაინტერესებთ