რა არის ფინანსური განათლება და რატომ გვჭირდება ის?

ოდესმე დაფიქრებულხართ, თუ რატომაა ზოგი ადამიანისთვის საკუთარი ფინანსების მართვა ადვილი, ზოგისთვის კი ძალიან რთული? ამ კითხვაზე პასუხი ერთ ძალიან მნიშვნელოვან უნარში იმალება – ესაა ფინანსური განათლება. თუკი, განათლებით ფინანსისტი, ბუღალტერი ან ბიზნეს ადმინისტრატორი არ ხართ, მაშინ, ჩვენს ქვეყანაში, ძალიან გაგიჭირდებოდათ ამ უნარის შეძენა, რადგან ფინანსური განათლება, ძალიან ხშირად, ფუფუნების სფეროს წარმოადგენს. არადა, იმის გაგება, თუ როგორ უნდა მართოთ ფული ეფექტურად, შეიძლება იყოს თქვენი ცხოვრების გარდამტეხი ნაწილი, რომელიც დაგეხმარებათ არა მხოლოდ თქვენ, როგორც ინდივიდს, არამედ მთელ საზოგადოებას. მაშ ასე, მოდით ერთად გავიგოთ, რა არის ფინანსური განათლება და რატომ არის ის აუცილებელი, განსაკუთრებით კი, საქართველოს განვითარებადი ეკონომიკის კონტექსტში.