რა არის მანიაკთა მკვლელობის კულტი, რომლის ქართველი ლიდერი ნიუ-იორკში ტერაქტს გეგმავდა

მანიაკთა მკვლელობის კულტი, ან მანიაკები: მკვლელობის კულტი, შემოკლებით МКУ არის მოძრაობა, რომელიც ში, ქალაქ დნიპროში 2010-იანი წლების ბოლოს წარმოიქმნა. ინტერნეტსივრცეში იძებნება რამდენიმე ვერსია, თუ როდის შეიქმნა ეს დაჯგუფება. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ეს 2017 წელს მოხდა. მაგალითისთვის, ამას წერდა მოსკოვის ოლქის რეგიონული უსაფრთხოების მთავარი სამმართველო, ასევე ზოგიერთი რუსული მედიაც. -ს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ასევე ჩანს, რომ მიხაილ ჩხიკვიშვილი დაჯგუფების შექმნის თარიღად თავადაც 2017 წელს მიიჩნევდა. ზოგიერთი ვერსიის მიხედვით კი, ჯგუფი 2018 წელს შეიქმნა.
დაჯგუფებას საფუძველი 2000 წელს დაბადებულმა უკრაინის მოქალაქემ, ეგორ კრასნოვმა, ზედმეტსახელად მანიაკმა ჩაუყარა. თავიდან ამას ს ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ФСБ) ირწმუნებოდა, თუმცა მომავალში რადიო თავისუფლების ერთ-ერთმა რუსულენოვანმა პროექტმა, Настоящее Время-მ საკითხთან დაკავშირებით მასალა მოამზადა, რომელშიც ამ ფაქტს ადასტურებდნენ. კრასნოვი ძალადობისკენ მიდრეკილებაში ბავშვობიდანვე იყო შემჩნეული. ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში მან სკოლის ტუალეტში თანასკოლელი აწამა და ფული გამოსძალა. მანამ, სანამ ის მანიაკი გახდებოდა, თავს საფეხბურთო კლუბი დნეპრის ულტრად აცხადებდა. Настоящее Время-ს ჟურნალისტურ გამოძიებაში ეწერა, რომ მას აწუხებდა ბავშვობის ტრავმები და ის ნარკოდამოკიდებული გახდა.
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ მანიაკთა მკვლელობის კულტი არის რუსეთსა და უკრაინაში ბაზირებული ექსტრემისტული და ძალადობრივი ჯგუფი, რომელსაც წევრები აშშ-შიც გააჩნია. მათი სურვილია მსოფლიო წესრიგის გამოწვევა ტერორიზმითა და ძალადობით, ქაოსისა და შიშის წახალისებით. ამავე ცნობით, დაჯგუფების წევრებს ერთმანეთთან კომუნიკაცია დაშიფრული სოციალური ქსელით აქვთ.
2019 წელს ნეონაცისტურ ტელეგრამ-არხებზე გამოჩნდა მოკლე ვიდეოები, რომლებშიც ქუჩის ჩხუბები და გამვლელებზე დანით თავდასხმები ჩანდა. ასახულ ძალადობაზე პასუხისმგებლობას МКУ იღებდა. საუბარია დაახლოებით 30-ზე მეტ სხვადასხვა თავდასხმაზე. მოქმედება 33 ვიდეოში ქალაქ დნიპროში ხდებოდა, 3 – სანქტ-პეტერბურგში. ერთ-ერთი ვიდეო, რომელსაც МКУ მიიწერდა, 2017 წელს სხვა, რუსულ ნეონაცისტურ ჯგუფს ეკუთვნოდა.
ეგორ კრასნოვი 2020 წლის იანვარში, ქალაქ დნიპროში დააკავეს. ის ერთ-ერთ კაფეში ფლობერის მცირე კალიბრის ვაზნებიან რევოლვერს ატრიალებდა, რაც კამერაში ობიექტის დაცვამ შენიშნა და პოლიციას გამოუძახა. პოლიციამ კრასნოვების სახლი გაჩხრიკა, ეგორი გაუშვეს, თუმცა მას იარაღის უკანონო ტარებისთვის პირობითი პატიმრობა ემუქრებოდა. ჩხრეკის დროს პისტოლეტის გარდა ამოიღეს ბიჭის დანაც. მალე გაირკვა, რომ ეს დანა დნიპროში მომხდარ თავდასხმას უკავშირდებოდა. ამ იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს ერთ ახალგაზრდას, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო, თუმცა გადარჩა. ეგორ კრასნოვი კვლავ დააკავეს, რის შემდეგაც აღარ გაუთავისუფლებიათ. დნეპროპეტროვსკის ოლქის პროკურატურა აცხადებდა, რომ კრასნოვს ბრალად ედებოდა, სულ მცირე, 5 თავდასხმა და მკვლელობის მცდელობა. 2021 წლის მარტში ის ჯერ კიდევ წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებოდა, საიდანაც გარე სამყაროსთან კონტაქტის გარკვეული საშუალებები დარჩენილი ჰქონდა.
ჯგუფის შესახებ ფართოდ ცნობილი 2021 წელს გახდა, როცა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ირწმუნებოდა, რომ მათ МКУ-ს მხარდამჭერები მოსკოვში, ვორონეჟში, გელენჯიკში, იაროსლავსა და ტამბოვში დააკავეს. რუსეთი, როგორც ყოველთვის, ირწმუნებოდა, რომ ამ ჯგუფს კავშირი ჰქონდა უკრაინის სპეცსამსახურებთან, თუმცა ამის არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ წარუდგენიათ. ზოგიერთი დაკავებულის მანიაკთა მკვლელობის კულტთან ვერც კი დადასტურდა, მათ სხვა ნეონაცისტური დაჯგუფების სიმბოლიკები ამოუღეს. აქამდე არც უკრაინულ და არც რუსულ მედიებში მსგავსი დაჯგუფება ნახსენები არ ყოფილა.
რუსეთსა და უკრაინაში მსგავსი დაჯგუფებები სიახლე არაა. ასეთი მოძრაობები ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა. უკვე 2000-იანი წლებიდან ვრცელდებოდა მკვლელობებისა და ძალადობის ამსახველი ვიდეოები. მაგალითისთვის, 2007 წელს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ტაჯიკ ახალგაზრდა რუსი ნაცისტები თავს აჭრიდნენ, დაღესტნელს კი თავში ესროდნენ. თუმცა МКУ-ს ხელწერა უფრო მეტად ჰგავს ნაციონალ-სოციალიზმი/თეთრი ძალა, ან შემოკლებით NS/WP Crew-ის ხელწერას. 2000-იანების ბოლოს და 2010-იან წლების დასაწყისში ეს რუსული დაჯგუფება, რომელშიც ძირითადად 20-25 წლის ახალგაზრდები შედიოდნენ, აქვეყნებდა მკვლელობებისა და თავდასხმების ვიდეოებს. ამას გარდა МКУ-სთან დაკავშირებული ტელეგრამ-არხზე, რომელიც დღესაც აქტიურია, შესაძლებელია NS/WP Crew-ის სიმბოლიკიანი ფოტოების ნახვა.
ტაბულა დაწვრილებით სტატიას МКУ-სა და მიხაილ ჩხიკვიშვილის შესახებ ახლო მომავალაში შემოგთავაზებთ