„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
„რა არის კარგი, და რა არის ცუდი (ჩემი აზრით)!
კარგია!
როდესაც საჯარო პირები ერთმანეთის საჯარო პოლიტიკას აკრიტიკებენ.
ფართო გაგებით პოლიტიკას ვგულისხმობ – პოზიციას, რიტორიკას, შეუსაბამობებს სიტყვასა და საქმეს შორის, გეგმას, სტრატეგიას, ტაქტიკას!
როგორც არ უნდა სწყინდეს კრიტიკის ადრესატს, ეს არის კარგი და ასეთი კრიტიკის არსებობაზეა დამოკიდებული პოლიტიკური კლასის ხარისხი!
რა ხარისხის მიიღებს ამომრჩეველი, დამოკიდებულია ასეთ დისკუსიაზე!
როდესაც საჯარო პირები რეალობას და ამ რეალობაში არსებულ ან მოსალოდნელ საფრთხეებს მიმოიხილავენ.
როგორი უსიამოვნოც არ უნდა იყოს რეალობა, იმისთვის რომ
ეს რეალობა შეცვალო, ის უნდა დაინახო – ის უნდა გაირჩეს და ეს არის ცალსახად კარგი! მხოლოდ ასე შევძლებთ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რაც საფრთხეებს აგვარიდებს, ან შეამცირებს!
მწვავე შეფასებები ფაქტებზე დაყრდნობით – მწვავე შეფასებები, თუ ის არ შეიცავს ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური, რასობრივი ნიშნით დამცირებას – არის ცალსახად კარგი!
სიმწვავე აცოცხლებს და ახალისებს დისკუსიას და პენეტრაციას ზრდის, როგორც არ უნდა სწყინდეს ადრესატს, ეს მის შესახებ არაა, პროცესს ეხმარება.
ცუდია!
ცუდია როდესაც საჯარო პირებს ოპონენტის კრიტიკის პასუხად
არგუმენტები არ გააჩნიათ და ამიტომ, მას მტრად რაცხავენ – ასე ხომ მტერს ეხმარები, მის სასარგებლო ილუზიას ქმნი, რომ ბევრნი არიან – შენი ხელიდან აბრიყვებ ხალხს მტრის სასარგებლოდ, მტრის სიმრავლის განცდას ქმნი.
ცუდია როდესაც ოპონენტს ცილს სწამებ. თუ ცილისწამება ნორმაა, რეალურ კრიტიკას ძალას აცლი და პროცესს აზიანებ – არავინ აღარაფერს იჯერებს.
ცუდია როდესაც ჟურნალისტს ირქმევ და დონორის ოპონენტის ამომრჩეველს თამაშგარე ტოვებ, შესაძლებლობას უზღუდავ მისთვის საინტერესო პოლიტიკოსს და ინფორმაციას უსმინოს – ასე უცხოვდება ის პოლიტიკური პროცესიდან და დემოკრატიული ცვლილება შეუძლებელი ხდება.
ანუ ჩვენ და ჩვენი თანამოაზრეები რასაც ვაკეთებთ არის ამ ქვეყნისთვის კარგი!
რასაც “ისინი” აკეთებენ არის ცუდი!“