აქ ერთი ფაქტი უნდა გაგაცნოთ, რომ სტატისტიკურად ქალები კაცებზე 6-8 წლით მეტხანს ცოცხლობენ. თუმცა მსოფლიოში არსებობს ერთი ადგილი, სადაც ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა თანაბარია — იტალიის კუნძულ სარდინიაზე იმაზე უფრო მეტი 100 წელს მიღწეული ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე იტალიის მთავარ კუნძულზე, 10-ჯერ მეტი, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკაში… დიახ, ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ქალებისა და კაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა თანაბარია. მაგრამ, რატომ?
ზუსტად ეს კითხვა დასვა ფსიქოლოგმა სუზან პინკერმა და აღმოაჩინა, რომ მხოლოდ 25% მოდის გენეტიკაზე, დარჩენილ 75%-ს კი ცხოვრების სტილი განაპირობებს. ამას უკვე შემდეგ კითხვამდე მივყავართ: რა უნდა გავაკეთოთ, რომ 100 ან უფრო მეტი წელი ვიცოცხლოთ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად სუზანი სოფელ ვილაგრანდეში წავიდა. ადგილზე, რომლის მთავარი ღირსებაც სიმჭიდროვეა, რადგან აქ ყველა მაცხოვრებლის ცხოვრება ერთმანეთთან იკვეთება. ეს კი მაშინ ხდება, როცა სოციალური იზოლაცია ჩვენს ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს. ახლა მოსახლეობის მესამედი ამბობს, რომ 2 ან 3 ადამიანი ჰყავს დასაყრდენი… სწორედ ამიტომ, სუზანმა ვილაგრანდეში მცხოვრები 100 წელს გადაცილებული მოხუცებისგან ცადა მათი საიდუმლოს გაგება.
აი, მაგალითად ჯუზეპე მურინუ 102 წლისაა, რომელმაც თავის უკვე გარდაცვლილ 100 წლის მეუღლესთან ერთად 6 ბავშვი გაზარდა. მას ამბების მოყოლა უყვარს, არც საეჭვო უცხოებად თვლის სტუმრებს, ბედნიერია და პოზიტიურად ფიქრობს, და ეს არის მისი ცხოვრების საიდუმლო? ალბათ, არა…
ჯოვანი კორიასი კი 101 წლისაა, საკმაოდ ბრაზიანი მოხუცი, რომელიც ამბობს: „არავინ უნდა იცოდეს ჩემი საიდუმლოებები“. თუმცა აქვე გამოჩნდა მისი დის შვილი, რომელიც სიამოვნებით ზრუნავდა მასზე, ასე კი საიდუმლოც გამოაშკარავდა — სოფელში ყველა დიდ ოჯახთან ერთად ცხოვრობს, სიბერეშიც კი მეგობრებით, მეზობლებითა თუ მაღაზიების გამყიდველებით არიან გარშემორტყმულნი, აქ ხალხი ყოველთვის მოძრაობს და მოხუცებს არასდროს ტოვებენ მარტო. ეს კი ზუსტად ის არის, რაც მათ დანარჩენი მსოფლიოსგან განასხვავებთ…
ახლა კი გავიგოთ, რას გვეუბნებიან მეცნიერები ამის შესახებ — Brigham Young University-ის მეცნიერმა კვლევა ათასობით ადამიანზე ჩაატარა და დააკვირდა, რატომ ცხოვრობდა ზოგიერთი ადამიანი სხვებზე დიდხანს. მოდით, მიღებულ მონაცემებს გადავხედოთ: სუფთა ჰაერი კი შესანიშნავია, მაგრამ ეს პასუხს არ გვეუბნება. ჰიპერტენზიის მკურნალობაც კარგია, თქვენი წონის კონტროლიც, ვარჯიშიც, თუმცა არც ეს გვეუბნება რაიმეს. გულის შეტევა ხომ არ გადაგიტანიათ, ეწეოდით ან სვამდით? მოდით, ამაზეც ნუ იფიქრებთ ბევრს, რადგან პასუხი სულ სხვაგან იმალება.
ის, თუ რამდენ ხანს იცოცხლებთ, თქვენს ახლო ურთიერთობებზეა დამოკიდებული. ის ადამიანები, ვისაც ფული შეგიძლიათ სთხოვოთ, როცა თავს ცუდად გრძნობთ, დაურეკოთ… მეორე მნიშვნელოვანი საკითხი კი სოციალური ინტეგრაციაა, ანუ რამდენ ადამიანთან გაქვთ ინტერაქცია დღის განმავლობაში? რამდენ ადამიანს ესაუბრებით? ეს უკვე როგორც თქვენს ძლიერ, ისე სუსტ კავშირებს ასახავს. ბუნებრივია, რომ ესაუბრებით ადამიანებს, რომლებთანაც ძალიან ახლოს ხართ, მაგრამ ესაუბრებით თუ არა ქალს, რომელიც თქვენს სახლთან ყოველ დღე ძაღლს ასეირნებს? ზუსტად ამით შეგიძლიათ, განსაზღვროთ, რამდენად დიდხანს იცოცხლებთ…
თუმცა დღეს რომ უმეტესობა ჩვენგანი ონლაინ ურთიერთობს? მარტივად გეტყვით, ეს არ ითვლება, რადგან მხოლოდ პირისპირ შეხვედრები ათავისუფლებს ნეიროტრანსმიტერების მთლიან კასკადს, ვაქცინასავითაა, რომელიც ახლა და მომავალში დაგიცავთ. ამგვარად, უბრალოდ ვიღაცასთან თვალებით კონტაქტის დამყარება თუ ხელის ჩამორთმევა ოქსიტოცინს ათავისუფლებს, რაც სანდოობას ზრდის და კორტიზოლის, შესაბამისად, სტრესის დონესაც ამცირებს. აქ კი უკვე დოფამინი გენერირდება, რაც ტკივილს კლავს და ბუნებრივი მორფის მსგავსად მოქმედებს.
სწორედ ამიტომ აღიქვამდა Fortune 500-ის კომპანიები იმ ადამიანებს უფრო ჭკვიანად, ვისი ხმაც ესმოდა და იმ ადამიანებს ნაკლები უნარების მქონედ, რომელთა ტექსტებს კითხულობდნენ… დიახ, ჩვენი სხეულის ენა და ხმა მდიდარ სიგნალს აწვდის მათ, ეს აჩვენებს, რომ ჩვენ ვფიქრობთ, ვგრძნობთ, სენტიმენტალური ადამიანები ვართ, რაც იმაზე მეტია, ვიდრე ალგორითმს შეუძლია, შემოგვთავაზოს.
ახლა კი მთავარ საკითხს დავუბრუნდეთ, რატომ ცხოვრობენ ქალები კაცებზე დიდხანს? იმიტომ, რომ ისინი პირისპირ ურთიერთობებს ანიჭებენ უპირატესობას. სწორედ ეს არის ის, რაც სოციალურად აქტიურ ადამიანებში დემენციის ნაკლებ რისკებს გვთავაზობს. სოციალურად აქტიურ ქალებს კი 4-ჯერ უფრო აქვთ შანსი, ძუძუს კიბოს გაუმკლავდნენ, ვიდრე მარტოხელებს. სწორედ ამიტომ იცავს კაცებს ინსულტისგან არა მედიკამენტები, არამედ ჰოკეისა თუ კარტის თამაში მეგობრებთან ერთად… დიახ, პირისპირ კონტაქტი წარმოუდგენელ სარგებელს გვთავაზობს, თუმცა დღეს მოსახლეობის თითქმის მეოთხედის თქმით, მათ არავინ ჰყავთ ისეთი, რომ დაელაპარაკონ…
არადა, ამის მოგვარება მარტივად შეგვიძლია, არ აქვს მნიშვნელობა ქალი ხართ თუ კაცი, მაგალითი სარდინიელებისგან აიღეთ — დაამყარეთ პერსონალური ურთიერთობები, რაც კარგი შეგრძნებების მქონე ჰორმონებს გაზრდის თქვენს სისხლსა და ტვინში და დაგეხმარებათ, უფრო დიდხანს იცოცხლოთ.