რა აკავშირებს კადიროვთან MMA-ის მებრძოლ ხამზატ ჩიმაევს, რომელსაც კალაძე და პეტრიაშვილი შეხვდნენ

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი , ასევე, „ქართული ოცნების“ პარლამენტარი, ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი თბილისში შეხვდნენ შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლ ხამზატ ჩიმაევს.

30 წლის ხამზატ ჩიმაევი ჩეჩნეთის მეთაურთან, რამზან კადიროვთანაა დაახლოებული და მას „უფროს ძმას“ უწოდებს.

ჩიმაევი „სპორტსვოშინგის“ ნათელი მაგალითია, – პოლიტიკოსების, მათ შორის ავტორიტარი კადიროვის, მიერ პოპულარული სპორტსმენების დამეგობრება და მათი თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების.

კალაძე და ჩიმაევი

MMA-ის ჩეჩნური წარმოშობის მებრძოლმა, ხამზატ ჩიმაევმა 23 დეკემბერს ინსტაგრამზე გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტოსურათი, სადაც ის და კახა კალაძე ჩანან. მოგვიანებით ფოტოები გააზიარა კალაძემაც.

ფოტოებიდან ჩანს, რომ კალაძემ ჩიმაევს თავისი საფეხბურთო მაისური აჩუქა.

„საქართველო, მადლობა თბილი მიღებისთვის“, – წერს ჩიმაევი და კალაძეს „თაგავს“.

ვრცლად