რაჰიბა ისმაილოვამ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი მოუტანა

მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში მიმდინარე ევროპის 22-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებს პირველი მედალი რაჰიბა ისმაილოვამ მოუტანა.
ქართველმა მოკრივემ, რომელიც ჩვენი ქვეყნის გუნდის ერთადერთი ქალი წარმომადგენელია, 48 კილოგრამ წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში აზერბაიჯანელი სპორტსმენი დაამარცხა და ბრინჯაოს პრიზიორობა მოიპოვა.

ქართველი მოკრივეებიდან ტურნირზე გამოვლენ ნაკრების კაპიტანი ლაშა გაგნიძე, ლუკა ნიქაბაძე, ლუკა კუბლაშვილი და გიორგი გუცაევი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო