საქართველოში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრა თბილისის დროით 02:03 საათზე დაფიქსირდა. მისი ეპიცენტრი ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელი ონჭევში მდებარეობდა.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე იგრძნობოდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ჩათვლით.
