რაჭაში, შქმერი – ბოყვის მონაკვეთზე, პანორამული გადასახედის მოწყობა იგეგმება

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, პარლამენტის წევრ გოჩა ენუქიძესთან, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, რაჭაში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებებსა და შესაძლებლობებს ადგილზე ეცნობა – ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
„ონის მუნიციპალიტეტში, უზუნთა – საჩხერე – შქმერი – ონის საავტომობილო გზის შქმერი – ბოყვის მონაკვეთზე, მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებულია პროექტი, რომელიც პანორამული გადასახედის მოწყობას ითვალისწინებს.
მინისტრმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად პროექტის პოტენციური ლოკაცია დაათვალიერა და დეტალებს გაეცნო. ამ ეტაპზე, პროექტის განხორციელების შესაძლებლობები საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უნდა განიხილოს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.