“რაჭაში აუცილებელია ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ბარს მაღალმთლიან სოფლებთან დააკავშირებს, იმ მარშრუტებზე გაიყვანს დამსვენებელს, რომელიც მიმზიდველია” – ეს განცხადება სასტუმრო “გარემოს” დამფუძნებელმა თამარ დავითულიანმა “საქმიანი დილის” ეთერში გააკეთა.
ზაფხულის ტურისტული სეზონის მოლოდინებზე საუბრისას დავითულიანმა აღნიშნა, რომ ობიექტი კურორტზე წელსაც უმეტესად ქართველ დამსვენებელს ელის.
“ჩვენთან არ არის ობიექტები, რომლის გამოც ტურისტი რაჭაში უნდა ჩამოვიდეს, არ არის ადგილი, სადაც ფული უნდა დახარჯო. კვების ობიექტებს არ ვგულისხმობ, სანახაობრივი მარშრუტების დაგეგმვაა აუცილებელი. ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ბარიდან მაღალმთლიან სოფლებს დააკავშირებს, იმ მარშრუტებზე გაიყვანს დამსვენებელს, რომელიც მიმზიდველია. იმის გამო რომ ეს ყველაფერი არ არის რაჭაში უცხოელი ტურისტები თითქმის არ ჩამოდიან. გვსტუმრობენ მხოლოდ ქართველები, რომლებიც ფულს არ ხარჯავენ, მოზომილად აქვთ და პირიქით ფასდაკლებას ითხოვენ.
ჩვენი სეზონი იწყება 15 ივნისიდან და გრძელდება აგვისტოს ბოლომდე. ჩვენი თავის იმედზე გვაქვს კარგი მოლოდინები და გვგონია, რომ წარმატებული სეზონი გვექნება, თუმცა რეგიონში ამის ინფრასტრუქტურული მზაობა არ არსებობს.” – განაცხადა დავითულიანმა.
