“რაც ჩანს დაკავებულია ღარიბაშვილის ან მამაცაშვილის მოლარე, სხვას ვის მიუტანდნენ ამხელა თანხას” – მურთაზ ზოდელავა

ყოფილი მაღალჩინოსანი, მურთაზ ზოდელავა, პროკურატურის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო ლეგალიზაციის ფაქტზე 3 პირი დააკავეს და წერს:
ან გვარი გვითხარით დაკავებულის ან კომპანიის სახელწოდება, ერთი შეხედვით რაც ჩანს დაკავებულია ღარიბაშვილის ან მამაცაშვილის მოლარე. სხვას ვის მიუტანდნენ ამხელა თანხას, ეს გამოცდილი, ათას მუხლზე გადამხტარი ხალხი, 2,5 მილიონი$ ქრთამით დავიჯერო პჭრყ თანამდებობის პირს მიადგა საქმის მოსაგვარებლად? თვალყური მივადევნოთ ამ საქმეს, აშკარად ქოცნების შიდა სამზარეულოს ნაწილია, ოცნების რღვევის მორიგი სიმპტომი.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)