„რაც შეეხება ცნობილ მომღერლებს და მათთან მეგობრობას, თითქმის აღარ მყავს… ვინც ჩემზე ცუდ ზეგავლენას ახდენდა, ჩამოვიშორე“ – თიკა ჯამბურია

მომღერალი თიკა ჯამბურია გადაცემა „რემარკას“ სტუმარი იყო, სადაც ბევრ კითხვას გულწრფელი პასუხი გასცა. ერთ-ერთი მის მეგობრებს შეეხებოდა.
„რაც შეეხება ცნობილ მომღერლებს და მათთან მეგობრობას, ეგეთი მეგობრები თითქმის აღარ მყავს. ამ ბოლო დროს, ყველა ადამიანი, ვინც ჩემზე ცუდ ზეგავლენას ახდენდა და ყველა, ვინც ნერვებს მიშლიდა, ჩამოვიშორე. ჩემს ზედმეტ კილოგრამებს წაყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩემზე ცუდად მოქმედებდნენ, თუნდაც, ბავშვობის მეგობრები. არ ვეცი პატივი ჩვენი ბავშვობის ტკბილ მოგონებებს, დავემშვიდობე (იცინის).“ – ამბობს მომღერალი.
ასევე ნახეთ:
“არავინ კიდებს ხელს, ისინიც კი, ვინც უამრავ რამეს გვპირდებოდა…” – რას წერს დათი ქოქრაშვილის დედა
„პრაიმ ჰაუსის“ 3 აუტსაიდერი ცნობილია

ასევე დაგაინტერესებთ