რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან ნათესაობას, თაკო ჩემი შვილის ნათლიაა – რას პასუხობს ხათუნა ჟორდანია კრიტიკოსებს

ინ­ტერ­ვი­უ­ზე ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ას მისი ბოლო სტა­ტუ­სის გამო და­ვუ­რე­კეთ. ხა­თუ­ნა წერ­და ფე­ნო­მენ­ზე, რო­მე­ლიც მის ოჯახს ეხე­ბო­და – რო­გორ უწე­რენ შე­უ­რა­ცხმყო­ფელ კო­მენ­ტა­რებს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ პრო­ფი­ლებ­ზე ეკ­ლე­სი­ას­თან და ოჯა­ხის წევ­რებ­თან გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნე­ბენ. ხა­თუ­ნას ეს სტა­ტუ­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა მისი შვი­ლის, ნინი ქარ­სე­ლა­ძის, პი­რად ცხოვ­რე­ბას და­უ­კავ­ში­რა, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ “ინ­სტაგ­რამ­ზე” და­წე­რა, რომ ქმარს და­შორ­და

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია:

– ზო­გა­დად დავ­წე­რე, ჩემს ოჯახ­ზე ისე­თი ბუ­ლინ­გი მო­დის უბ­რა­ლო ფო­ტოს გა­მოც კი. დღეს დი­ლი­დან მოც­ლი­ლი ვი­ყა­ვი და შევ­დი­ო­დი ყვე­ლა უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რის ავ­ტო­რებ­თან და ვნა­ხუ­ლობ­დი, რომ პრო­ფი­ლი სავ­სე აქვთ ეკ­ლე­სი­ას­თან, შვი­ლებ­თან, შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბით. ცოტა გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დავ­რჩი, ასეთ ადა­მი­ა­ნებს რა­ტომ აქვთ ასე­თი აგ­რე­სი­უ­ლი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ლექ­სი­კა. რაც ვი­ფიქ­რე, ის დავ­წე­რე, ახა­ლი არა­ფე­რი.

– პო­ლი­ტი­კურ­მა სი­ტუ­ა­ცი­ა­მაც ხომ არ და­ამ­ძი­მა გა­რე­მო? ნი­ნის გა­მო­ჩე­ნას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბევ­რი და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

– არ ვიცი, თავს შე­ვი­კა­ვებ იმა­ზე სა­უბ­რის­გან, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კას­თან ასო­ცირ­დე­ბო­დეს. ზუ­რას რომ ცო­ლად გავ­ყე­ვი, მა­ში­ნაც უამ­რა­ვი იყო ასე­თი კო­მენ­ტა­რი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი არ არის ასე­თი აგ­რე­სი­უ­ლი და უფრო მე­ტია და­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი, ამის­თვის მად­ლო­ბა ღმერ­თს და ამ ადა­მი­ა­ნებს.

– სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყვე­ლას გა­უკ­ვირ­და ნი­ნის გუ­ლახ­დი­ლო­ბა, ფაქ­ტია, რომ ის ბოლო წლებ­ში მე­დი­ას­თან ნაკ­ლე­ბად კონ­ტაქ­ტობ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა ეს პი­რად ცხოვ­რე­ბას ეხე­ბო­და…

– ეს ნი­ნის უნდა ჰკი­თხოთ. ცოტა ჩა­კე­ტი­ლად იყო რამ­დე­ნი­მე წელი და ვფიქ­რობ, ეს მისი შეგ­რძნე­ბე­ბი იყო, რაც ინ­სტაგ­რამ­ზე და­წე­რა.

– ერთ-ერთი კო­მენ­ტარ­ში უწერ­დნენ, მას შემ­დეგ და­გა­ფა­სეთ, რო­დე­საც ვნა­ხეთ, დე­დას რო­გორ უვ­ლი­დიო…

– ნამ­დვი­ლად და­სა­ფა­სე­ბე­ლია. ყვე­ლა შვილს უყ­ვარს დედა, მაგ­რამ ნინი მგო­ნია, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში. რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ნინი, მე დღეს ცო­ცხა­ლი არ ვიქ­ნე­ბო­დი. ამას ყველ­გან ვამ­ბობ და ყო­ველ­თვის ვი­ტყვი. არ და­მე­ზა­რე­ბა იმის გა­მე­ო­რე­ბა რომ, ნინი ჩემ­თვის მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზია.

– ზუ­რას რომ აკ­რი­ტი­კე­ბენ რო­გორ რე­ა­გი­რებთ? მახ­სოვს, ადრე ნინი თქვენ­ზე ამ­ბობ­და, ავუკ­რძა­ლე სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში შე­მო­ხედ­ვაო…

– კო­მენ­ტა­რებ­ზე არ ვნერ­ვი­უ­ლობ, კარ­გად ვიცი, იმ­სა­ხუ­რე­ბენ თუ არა ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ კო­მენ­ტა­რებს. ყვე­ლას პა­სუხს რომ არ ვაძ­ლევ, იმას არ ნიშ­ნავს, რომ ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ მაქვს. გავ­ბრაზ­დე­ბო­დი, ვი­დარ­დებ­დი, ეს კო­მენ­ტა­რე­ბი რომ სი­მარ­თლეს­თან ახ­ლოს იყო, მაგ­რამ რო­დე­საც ვიცი, რომ ისი­ნი ამას არ იმ­სა­ხუ­რე­ბენ, დი­დად არ მე­ნაღ­ვლე­ბა.

წლე­ბი გა­დის და პე­რი­ო­დუ­ლად მო­მაწ­ვე­ბა ხოლ­მე და გაკ­ვირ­ვე­ბას ვერ ვმა­ლავ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ქა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ჰყავთ, შე­მო­ვარ­დნენ და ასე­თი სი­ტყვე­ბით გა­ლან­ძღონ ჩემი შვი­ლე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი.

– ადრე ზუ­რა­მაც ისა­უბ­რა ამ თე­მა­ზე, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რად გაკ­რი­ტი­კე­ბენ, გახ­სე­ნე­ბენ ხოლ­მე ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს­თან ნა­თე­სა­ო­ბას და მე­გობ­რო­ბას. დღეს რა ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ თაკო სა­ლა­ყა­ი­ას­თან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ ჩანს ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში…

– გი­დას­ტუ­რებთ, რომ თაკო ჩემი შვი­ლის ნათ­ლი­აა. მა­შინ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი არ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლობ­და და ზურა და თაკო ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ, ჯერ კი­დევ ბორ­ჯო­მი­დან. ვინ­მეს თუ უნდა, რომ რა­ღაც ჩემს გა­საკ­რი­ტი­კებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნოს, ყვე­ლა დამ­შვიდ­დეს, არა­სო­დეს მი­ნა­ნია ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ახლა არ მაქვს არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ შო­რი­დან ისევ ისე მიყ­ვარს რო­გორც წლე­ბის წინ მიყ­ვარ­და.

წყარო

 

ასევე დაგაინტერესებთ