“რაც შეეხება “ანტიამერიკულ ხელისუფლებებს” და ფრაზას, როცა პასუხის გაცემა დაიწყო, მინიშნება გააკეთა გამოსვლაზე, სადაც საუბარი იყო აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე და როგორ უნდა იმოქმედონ მიუხედავად იმისა, სად როგორი ხელისუფლება თუ რეჟიმია

“რაც შეეხება “ანტიამერიკულ ხელისუფლებებს” და ფრაზას, როცა პასუხის გაცემა დაიწყო, მინიშნება გააკეთა გამოსვლაზე, სადაც საუბარი იყო -ის ეროვნულ ინტერესებზე და როგორ უნდა იმოქმედონ მიუხედავად იმისა, სად როგორი ხელისუფლება თუ რეჟიმია
“წარმოუდგენელია, როდესაც ასეთი იდეოლოგიური, იდეური, პოლიტიკური თანხვედრა არსებობს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის; სადაც შეიძლება, რომ უამრავი თანხვედრის, ინტერესების გადაკვეთის წერტილები გამოიძებნოს და თანამშრომლობის საფუძველი არსებობდეს, ამ ხელისუფლებას უწოდო ანტიამერიკული”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას, სადაც მან საქართველოს ხელისუფლებას “ანტიამერიკული” უწოდა.
როგორც მინისტრმა “ღამის კურიერის” ეთერში აღნიშნა, ეს იყო არა მარკო რუბიოს განცხადება, არამედ პასუხი ჯო უილსონის კითხვაზე, ხოლო პასუხად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის, რომ საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის პოლიტიკა შემუშავების პროცესშია.
“რაც შეეხება “ანტიამერიკულ ხელისუფლებებს” და ამ ფრაზას, თქვენ თუ დააკვირდით, როდესაც მან პასუხის გაცემა დაიწყო, მან, ასე ვთქვათ, მინიშნება გააკეთა მისივე გამოსვლაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ ჰქონდა კომიტეტზე, სადაც საუბარი იყო აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე, მის დაცვაზე და თუ როგორ უნდა იმოქმედონ, მიუხედავად იმისა, სად როგორი ხელისუფლება თუ რეჟიმია, ესეც იყო ნახსენები არა საქართველოსთან, არამედ სხვა ქვეყნებთან მიმართებაში; და როგორი უნდა იყოს აშშ-ის ურთიერთობები სხვადასხვა ტიპის მთავრობებთან იმისთვის, რომ აშშ-ის ეროვნული ინტერესები იყოს დაცული.
როდესაც აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე სახელმწიფო მდივანი საუბრობს, ხაზგასმით აღნიშნავს ეკონომიკას და უსაფრთხოებას. ეს ის საკითხებია, რომელშიც, ასევე სრული თანხვედრა არსებობს [საქართველოს] ხელისუფლების ხედვებთან მიმართებაში. წარმოუდგენელია, როდესაც ასეთი იდეოლოგიური, იდეური, პოლიტიკური თანხვედრა არსებობს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის; სადაც შეიძლება, რომ უამრავი თანხვედრის, ინტერესების გადაკვეთის წერტილები გამოიძებნოს და თანამშრომლობის საფუძველი არსებობდეს, ამ ხელისუფლებას უწოდო ანტიამერიკული. ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, მე ვერ მივიღებ ამ განცხადებას განცხადებად – ეს იყო კომენტარი, პასუხი ჯო უილსონის დასმულ კითხვაზე, და პასუხი, რაც ჩვენ მივიღეთ, არის ის, რომ პოლიტიკა არის შემუშავების პროცესში,” – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
Previous: „ნაცებს“ ჰყავთ პროფესიონალი ბულერები. ესენი არიან ავი ძაღლები, რომელსაც და მიუქსევენ მათზე ვინც სჭირდებათ

ასევე დაგაინტერესებთ

“მე არ მივიჩნევ, რომ ეს შეფასება შეიძლება არსებობდეს საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, არ მივიჩნევ, რომ რაიმე საფუძველია ამგვარი შეფასების არსებობისთვის” – მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე

ირაკლი კირცხალია მარკო რუბიოს პასუხზე: ვინც ობიექტურად შეხედა, მოუსმინა, წაიკითხა, ძალიან ზოგადი პასუხი იყო, იქ საერთოდ არ იყო „ქართული ოცნება“, ხელისუფლებაზეც არ იყო საუბარი – ყველგან დააკვირდებიან და გადაწყვეტენ, რომელი მთავრობა არის ანტიამერიკულად განწყობილი და რომელი არა