რაც უფრო მკაცრი იქნება ევროპის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, მით უფრო მტკივნეული იქნება ეს ევროპის ეკონომიკისთვის – პესკოვი

რაც უფრო მკაცრი იქნება ევროპის მიერ სთვის დაწესებული სანქციები, მით უფრო მტკივნეული იქნება ეს ევროპის ეკონომიკისთვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
დასავლეთ ევროპელი ლიდერების, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტის, ს მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ კითხვაზე, რომ სანქციების გამკაცრება რუსეთს ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებებისკენ აიძულებდა, პესკოვმა განაცხადა, რომ მხოლოდ ლოგიკასა და არგუმენტებს შეეძლო რუსეთის მოლაპარაკებისკენ იძულება.
„დაველოდოთ და ვნახოთ, რა ფორმით იქნება მიღებული. ეჭვი არ გვეპარება, რომ ის მიღებული იქნება ევროპელების ზოგადი განწყობის გათვალისწინებით, რომელიც საკმაოდ მძვინვარე და მილიტარისტულია. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ უკვე გამოვიმუშავეთ გარკვეული წინააღმდეგობა და უკვე ვისწავლეთ, თუ როგორ შევამციროთ ასეთი პაკეტების შედეგები. ამიტომ ეს ყველაფერი დამატებით მუშაობას მოითხოვს; საბოლოო ჯამში, მსოფლიო ამ სანქციების გარშემო არ ბრუნავს. ჩვენ შედეგებს მინიმუმამდე დავაყვანთ“, – აღნიშნა პესკოვმა.