რაც უფრო მეტი ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში, მით უფრო ძვირი გახდება გრანტებით აქტივისტების მოსყიდვა, რევოლუციების, დესტრუქციული პროცესების დაფინანსება, გაძლიერდება სუვერენიტეტი- მეტი ინვესტიცია ნიშნავს მეტ დამოუკიდებლობას

რაც უფრო მეტი ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში, მით უფრო ძვირი გახდება გრანტებით აქტივისტების მოსყიდვა, რევოლუციების, დესტრუქციული პროცესების დაფინანსება, გაძლიერდება სუვერენიტეტი- მეტი ინვესტიცია ნიშნავს მეტ დამოუკიდებლობას
გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი საქართველოში “იგლ ჰილსის” შემოსვლას ეხმიანება, რომელიც 6,5 მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს და ამბობს, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ “არ ეშინიათ საქართველოში ფულის ჩადება, იმიტომ რომ იციან ქვეყანას გონიერი მთავრობა ჰყავს, რომელიც ინარჩუნებს სტაბილურობას და განვითარების ხაზს”.
მისივე თქმით, “რაც უფრო მეტი ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში, რაც უფრო გამდიდრდება ქვეყანა, მით უფრო ძვირი გახდება გრანტებით აქტივისტების მოსყიდვა”. “ექვს მილიარდიანი ინვესტიცია არის ძალიან კარგი ამბავი. ეს ერთი და სხვა მრავალი. არ ეშინიათ საქართველოში ფულის ჩადება, იმიტომ რომ იციან ქვეყანას გონიერი მთავრობა ჰყავს, რომელიც ინარჩუნებს სტაბილურობას და განვითარების ხაზს. რაც უფრო მეტი ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში, რაც უფრო გამდიდრდება ქვეყანა, მით უფრო ძვირი გახდება გრანტებით აქტივისტების მოსყიდვა, რევოლუციების, დესტრუქციული პროცესების დაფინანსება, გაძლიერდება სუვერენიტეტი. მეტი ინვესტიცია ნიშნავს მეტ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას.”- წერს ჭოტორლიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა