„რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ქვეყანაში არსებული სიტუაცია, მით უფრო უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკაზე“ – გიორგი კაკაურიძე

მე გამიჭირდება გავაკეთო პროგნოზი რამდენ ხანს გაგრძელდება მსგავსი სიტუაცია ქვეყანაში, თუმცა რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მით უფრო უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტის სხდომაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე შეფასებით, გრძელვადიან პერიოდში აქციები და სხვა ფაქტორები უარყოფითად აისახება ტურიზმის განვითარებაზე.
„თუ ქვეყანაში მომდევნო 1-კვირაში დასრულდა და დაწყნარდა სიტუაცია მაგ შემთხვევაში არანაირი შეფერხება არ იქნება და მაკროეკონომიკური სიტუაცია როგორც არის დაგეგმილი ისე გაგრძელდება, მაგრამ თუ ჩვენ რაიმე განსხვავებულ სცენარს გავაანალიზებთ და გრძელვადიან პერიოდში მივიღებთ აქციებს – ეს უარყოფითად იმოქმედებს პირველ რიგში ტურიზმზე. შემდგომ ეკონომიკაზეც უარყოფითი ზეწოლა იქნება “, – აცხადებს კაკაურიძე.