რაც უფრო გრაფიკულად სასტიკი იქნება ეს დაპატიმრებები, მით უფრო მკაცრი და დაუნდობელი იქნება ცივილიზაციის საპასუხო რეაქცია – ზურაბ გურული

„არავითარი პანიკა და სასოწარკვეთა, ძვირფასო ქართველებო. ახლა ფსიქოლოგიური ჰიბრიდული ომის სტადიაა. ვიცი რომ უმძიმესი საცქერია ეს ყველაფერი, მაგრამ თვალი მიზანზე უნდა გვეჭიროს მოუშორებლად; ზუსტად ისე, როგორც სნაიპერების წვრთვნის დროს ხდება; არავითარი ყურადღების გაფანტვა და მზერის სხვა რამეზე გადატანა. გვახსოვდეს, სამიზნეზე საქართველოა!
რაც უფრო გრაფიკულად სასტიკი იქნება ეს დაპატიმრებები, მით უფრო მკაცრი და დაუნდობელი იქნება ცივილიზაციის საპასუხო რეაქცია. დასავლეთი დიდი ავიამზიდივით ტლანქი და მოუხეშავია; დიდი დრო სჭირდება მოსაბრუნებლად, მაგრამ როცა მობრუნდება, ვაი “კატერების” ბრალი. პუტინსაც ბოლომდე ეგონა რომ ყველაფერი გაუვიდოდა.
მშვიდად და გონივრულად; მტკიცედ და თანამიმდევრულად.
აღარ გავა 1924 და 1937. არ დავუშვებთ!“- წერს გურული.