“რაც უფორო იზრდები, აცნობიერებ, რომ სულ აქ, შენს შვილებთან ყოფნა გინდა” – ნიკოლ კიდმანი – Marao

“რაც უფორო იზრდები, აცნობიერებ, რომ სულ აქ, შენს შვილებთან ყოფნა გინდა” – ნიკოლ კიდმანი – Marao
57 წლის ნიკოლ კიდმანმა ახალ ინტერვიუში ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა. მსახიობის თქმით, ღამით ხშირად ეღვიძება სიკვდილზე ფიქრით.
„სიკვდილი. კავშირი, მშობლების დაკარგვა, შვილების აღზრდა, ქორწინება და ყველაფერი, რაც ხელს უწყობს შენს სრულყოფილ ადამიანად ქცევას. ამაზე ყოველთვის მეფიქრება. ეს ნამდვილად მოგზაურობაა. ამ საკითხებზე ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო ხშირად ვფიქრობ” – ამბობს ნიკოლი.
მსახიობმა დედის დაკარგვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ტრაგედიამ ცხოვრებაზე დამოკიდებულება შეუცვალა:
“რაც უფორო იზრდები, აცნობიერებ, რომ სულ აქ, შენს შვილებთან ყოფნა გინდა. გსურს, რომ მათ გვერდით იყო, ყველაფერს უყურო…”
ნიკოლ კიდმანი ავსტრალიელი მსახიობი, მომღერალი და პროდიუსერია. 2006-20018 წლებში ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობი იყო. არის გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩი. მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის ოსკარი, ემი და ოქროს გლობუსი.
კიდმანი დაიბადა 1967 წლის 20 ივნისს ჰონოლულუში, ჰავაის შტატში, ავსტრალიელების, ენტონი კიდმანისა და ჯანელი ენის ოჯახში. როდესაც 4 წელი შეუსრულდა, მისი ოჯახი ავსტრალიაში დაბრუნდა.
მისი დებიუტი კინოში შედგა 1983 წელს, ავსტრალიურ ფილმში „Bush Christmas“. სახელი გაითქვა 1989 წლის ფილმით „მკვდარი მორევი“, ხოლო ჰოლივუდში 1990 წელს ფილმში „ჭექა-ქუხილის დღეები“ გამოჩნდა. კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწია ფილმებით: „შორს“ (1992), „ბეტმენი სამუდამოდ“ (1995), „სიკვდილის მიზეზი“ (1995) და „ფართოდ დახუჭული თვალებით“ (1999). 2003 წელს მიიღო ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მწერალ ვირჯინია ვულფის განსახიერებისთვის ფილმში საათები“ (2002).